„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი

2025 წლის 5 ივნისს, კომპანია PepsiCo Georgia-ს ორგანიზებით, „სოფლის ნობათის“ რძის საწარმოში მედია ტური გაიმართა. ღონისძიება მიზნად ისახავდა წარმოების პროცესის გამჭვირვალე პრეზენტაციასა და ხარისხის კონტროლის მექანიზმების გაცნობას. ჟურნალისტებს საშუალება მიეცათ საკუთარი თვალით ეხილათ პროდუქტის გზა საბოლოო შეფუთვამდე.

„სოფლის ნობათი“ PepsiCo-ს ოჯახში ცნობილი ქართული ბრენდია. საწარმოში დანერგილია სურსათის უვნებლობის სისტემა FSSC 22000 და რეგულარულად ტარდება AIB-ის საერთაშორისო აუდიტები. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ინგრედიენტების, შესაფუთი მასალებისა და ტექნოლოგიური პროცესების სისუფთავეს, მიკვლევადობასა და ტემპერატურულ კონტროლს.

სოფლის ნობათიუკვე თითქმის 20 წელია რძის პროდუქტების სეგმენტში ლიდერია. PepsiCo გლობალური კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს. ჩვენ გვაქვს ისეთი გლობალური ბრენდები, როგორიცაა Pepsi, 7Up, Lay's, Doritos, Cheetos და Quaker. „სოფლის ნობათის“ ქართულ გუნდს რძის სექტორში მუშაობის ათწლეულების გამოცდილება აქვს. ჩვენ ნამდვილად ვამაყობთ იმ მაღალი სტანდარტებით, რომლებსაც ისინი ქართველ მომხმარებლებსა და კავკასიის რეგიონის მომხმარებლებს სთავაზობენ. დღეს ბაზარზე არსებული პროდუქცია სრულად შეესაბამება ადგილობრივ და საერთაშორისო სტანდარტებს“ – განაცხადა PepsiCo-ს გენერალურმა მენეჯერმა, კრის ვინტერპმა.

ნედლი რძის მიღებამდე ფერმერები გადიან მკაცრ ვეტერინარულ და სანიტარულ აუდიტს. პროდუქტი მოწმდება ცხიმის, ცილისა და მჟავიანობის მაჩვენებლებით, როგორც ადგილზე, ისე ქარხნის ლაბორატორიაში. წარმოების ყველა ეტაპი სრულად ავტომატიზებულია და ტარდება მრავლდონიანი ლაბორატორიული კონტროლი. ამჟამად, ბაზარზე არსებული ყველა პროდუქტი სრულად შეესაბამება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სტანდარტებს.

როგორც ნედლი რძის სტრატეგიის ხელმძღვანელი ხათუნა ცქიტიშვილი ამბობს, კომპანია მიზნად ისახავს არა მხოლოდ ხარისხიანი პროდუქტის წარმოებას, არამედ მომხმარებლის ნდობის მუდმივ დამკვიდრებას.

უსაფრთხოებისა და ხარისხის კონტროლის ეტაპები „სოფლის ნობათში“

  1. ფერმერული პარტნიორობის ეტაპი

ფერმერები გადიან სრულ აუდიტს: ინფრასტრუქტურა, წყალი, ვეტერინარია, ძროხების ჯანმრთელობა. მხოლოდ ჯანსაღი ძროხის რძე ირჩევა წარმოებისთვის.

  1. ნედლი რძის მიღების კონტროლი

სატრანსპორტო საშუალებები რეგულარულად ირეცხება, ილუქება და მოწმდება. რძის ნიმუშები მოწმდება ცხიმის, ცილის, მჟავიანობისა და ანტიბიოტიკების შემცველობაზე. ლაბორატორიული ანალიზები ტარდება როგორც ფერმაში, ასევე ქარხანაში.

  1. საწარმოო ხარისხის სტანდარტები

წარმოება სრულად აკმაყოფილებს FSSC 22000 სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სერტიფიკატს. რეგულარული AIB საერთაშორისო აუდიტები საწარმოს ყოველდღიურ პროცესებს ამოწმებს.

სტანდარტები მოიცავს:

  • ჰიგიენის სრულ კონტროლს;
  • წარმოების გამჭვირვალობასა და მიკვლევადობას;
  • რისკების პრევენციასა და სწრაფ რეაგირებას.
  1. ინგრედიენტებისა და შეფუთვის კონტროლი

თითოეული ინგრედიენტი და შესაფუთი მასალა გადის ვიზუალურ და ტექნიკურ შემოწმებას. კონტროლდება: წონა, მარკირება, ტემპერატურა, ჰერმეტულობა.

  1. შენახვის და დისტრიბუციის პირობები

პროდუქტი ინახება 4±2°C ტემპერატურაზე, იზოლირებულ, სუფთა საწყობში. გადაზიდვა ხდება მხოლოდ ჰიგიენურად შემოწმებული და გაცივებული სატვირთოებით. ტრანსპორტირებისას რეგულარულად მოწმდება ტემპერატურა.

  1. გარემოზე ზრუნვა და მდგრადობა

კომპანია თანამშრომლობს ფერმებთან ეკოლოგიური ინიციატივებისთვის:

  • წყლის დაზოგვა;
  • ნარჩენების მართვა;
  • მიწის დაბინძურების პრევენცია.

„სოფლის ნობათი“ აგრძელებს მუშაობას ეკოლოგიური და მდგრადი სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის მიმართულებით და ყოველდღიურად ამტკიცებს სურსათის უვნებლობისადმი ერთგულებას.

(R)

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში