დონალდ ტრამპი - ლოს-ანჯელესს გავათავისუფლებთ - არ დავუშვებთ, რომ ამერიკულ ქალაქში უცხოელი მტერი შემოიჭრას და დაიპყროს

არმიის გმირების თაობებს შორეულ სანაპიროებზე სისხლი იმისთვის არ დაუღვრიათ, რომ ენახათ, როგორ განადგურდებოდა ჩვენი ქვეყანა შემოჭრითა და მესამე სამყაროს უკანონობით, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კაროლინას შტატის ქალაქ ფორტ ბრაგში მდებარე არმიის ბაზაზე ჯარისკაცებთან შეხვედრაზე განაცხადა.

ტრამპის მტკიცებით, მისი ადმინისტრაცია ლოს-ანჯელესს გაათავისუფლებს.

„ის, რასაც თქვენ კალიფორნიაში ხედავთ, არის სრულმასშტაბიანი თავდასხმა მშვიდობაზე, საზოგადოებრივ წესრიგსა და ეროვნულ სუვერენიტეტზე, რომელსაც უცხო ქვეყნის დროშებით შეიარაღებული მეამბოხეები ახორციელებენ ჩვენს ქვეყანაში უცხოური შემოჭრის გაგრძელების მიზნით. ჩვენ ლოს-ანჯელესს გავათავისუფლებთ და გავხდით მას კვლავ თავისუფალსა და უსაფრთხოს“, - განაცხადა ტრამპმა.

მისი თქმით, ლოს-ანჯელესში ანარქია არ გაგრძელდება.

„ეს ანარქია ვერ გაძლებს. ჩვენ არ დავუშვებთ ფედერალურ აგენტებზე თავდასხმას და არ დავუშვებთ, რომ ამერიკულ ქალაქში უცხოელი მტერი შემოიჭრას და დაიპყროს“, - აღნიშნა ტრამპმა.

შეგახსენებთ, ლოს-ანჯელესში აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის (ICE) მიერ ჩატარებული რეიდების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. აქციების მიმდინარეობისას პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები ხდება. სამართალდამცავების ინფორმაციით, შაბათს 27 ადამიანი დააკავეს, კვირას - 40, ორშაბათს - 114, სამშაბათს კი - 197. ქვეყნის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ლოს-ანჯელესში ეროვნული გვარდიის 4 000 ჯარისკაცისა და საზღვაო ქვეითების განლაგების გადაწყვეტილება მიიღო. კალიფორნიის გუბერნატორმა ეს ნაბიჯი შტატის სუვერენიტეტის დარღვევად შეაფასა.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს