დონალდ ტრამპი - ყველას, ვისაც შაბათს დაგეგმილი სამხედრო აღლუმის წინააღმდეგ პროტესტის გამოხატვა სურს, ძალიან მძიმე ძალა დახვდება

ყველას, ვისაც შაბათს დაგეგმილი სამხედრო აღლუმის წინააღმდეგ პროტესტის გამოხატვა სურს, ძალიან მძიმე ძალა დახვდება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

„მე პროტესტის შესახებ არც კი მსმენია, მაგრამ, იცით, რომ ეს ის ხალხია, ვისაც ჩვენი ქვეყანა სძულს, მაგრამ მათ ძალიან მძიმე ძალა დახვდებათ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, აშშ-ის არმიის 250 წლის იუბილეს აღსანიშნავად დაგეგმილი აღლუმი, რომელიც ვაშინგტონის ცენტრში შაბათს გაიმართება, შესანიშნავი იქნება.

„14 ივნისს შესანიშნავი აღლუმი და დროშის დღე გვექნება. საოცარი დღე იქნება. ტანკები და თვითმფრინავები იქნება. ვფიქრობ, ეს შესანიშნავი იქნება“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, შაბათს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი 79-ე დაბადების დღეს აღნიშნავს.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს