კობა კობალაძე - 2009 წლის 5 მაისს, ჟურნალისტებმა კინო „საქართველოსთან“ დამიბარეს, მივედი, ვაკვირდები, რომ გზაზე არ გადაადგილდება ტრანსპორტი, წინა მხრიდან ვერტმფრენი ამოიწია, მარცხნიდან ადამიანები გადმორბიან, განცდა მაქვს, ფილმს იღებენ, თურმე მიჭერენ

„2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომსა და 2009 წელს აღძრული, მუხროვანის ამბოხის სახელით ცნობილ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული საკითხები განიხილება, გენერალმა კობა კობალაძემ მისი დაკავების დეტალები გაიხსენა და განაცხადა, რომ „მისი თავი ჟურნალისტებს გამოაყვანინეს“.

„სახლში მოსულს იმ პერიოდის „რუსთავი2-ის“ და კიდევ სხვა ჟურნალისტებისგან ზარი შემომივიდა. არ უთქვამთ რა თემა [აინტერესებდათ], თქვენთან გვინდა ჩაწერაო. 2009 წლის 5 მაისია, ზუსტად მახსოვს. სახლში დავპატიჟე და უარი თქვეს სახლში ამოსვლაზე. კინო „საქართველოსთან" ვცხოვრობ, ნაძალადევში. კარგით, მაშინ აქ [კინო "საქართველოსთან"] ვართ და იქნებ მობრძანდეთო. კარგით მეთქი, მოვალ, მოსარიდებელი რა მქონდა. მივედი, დამხვდნენ ჟურნალისტები, დამისვეს კითხვა და მეც ვაკვირდები ვითარებას იმიტომ, რომ არასტანდარტული ვითარებაა. გზაზე, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ აქტიური მოძრაობა არის ყოველდღიურად, არ გადაადგილდება ტრანსპორტი ამ ქუჩაზე. ვდგავარ კომენტარზე, თან ფლანგზე ვიყურები, თან ჟურნალისტებს ვესაუბრები, წინა მხრიდან ვერტმფრენი ამოიწია, მარცხნიდან, თვალის კიდეთ დავინახე, რომ მანქანები გაჩერდნენ და ხიდან ხემდე ადამიანები გადმორბიან, განცდა მაქვს ისეთი, რომ ფილმს იღებენ რაღაცას. თურმე, რა ფილმს იღებენ, თურმე მე მიჭერენ. ჟურნალისტებს გამოაყვანინეს ჩემი თავი“-განაცხადა კობა კობალაძემ.

ამასთან, კობა კობალაძის განცხადებით, მართვის სადავეები იმჟამად შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის, ხელში იყო და იგი ფაქტობრივად, ემისრად ამუშავებდა თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს, რათა თავისი დირექტივები მიეწოდებინა სამხედრო ნაწილისთვის.

„სასამართლო პროცესზე ირკვევა ის, რომ პარალელური უწყების შსს-ს ხელმძღვანელი, ფაქტობრივად, ემისრად ამუშავებს თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს, რომ თავისი დირექტივები მიაწოდოს სამხედრო ნაწილში, სამხედრო ნაწილიდან გამოიტანოს დირექტივები. დანარჩენი ვერტიკალი, სამხედრო ხელმძღვანელობის, გენერალური შტაბის უფროსის თამადობით, საქმის კურსში არ არის, რა და როგორ ხდება, მათ შეფუთეს ის, რომ რაღაც წინააღმდეგობა არის“,-განაცხადა კობა კობალაძემ.

როგორც მან აღნიშნა, „ფასადური პიარი ხელოვნების დონეზე ჰქონდა აყვანილი "ნაციონალურ მოძრაობას".

„მე უკვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვარ, როდესაც ირკვევა, რომ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გიორგი კრიალაშვილი დაიღუპა, დახვრიტეს, ოთანაძე კობა და ამირიძე ლევანი ფაქტობრივად, მოკლეს, ესენიც დახვრიტეს, მაგრამ ცოცხლები გადარჩნენ, - განაცხადა კობა კობალაძემ.

მისი თქმით, როგორც ჩანს, დაკავების მცდელობა კრიალაშვილის, ამირიძისა და ოთანაძის მიმართ არ ჰქონდათ, ვინაიდან, "მიცვალებულები არ ლაპარაკობენ", მაგრამ, ლევან ამირიძე და კობა ოთანაძე ცოცხლები გადარჩნენ.

მისივე განცხადებით, სამივე სამხედრო პირი დამსახურებული და ღირსეული ადამიანი იყო, რომელთა სამშობლოს საწინააღმდეგო საქმიანობაში ჩართვა წარმოუდგენელი იყო.

„გიორგი კრიალაშვილს, თუ არ ვცდები, სამი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი, ოთანაძეს 9 და ამირიძეს - 8. ასე ვთქვათ, ყველანი მკვდრები იყვნენ, ვიღაცას რომ მცდელობა ჰქონოდა დაკავების, ეტყობა არ იყო ინტერესში - მიცვალებული არ საუბრობს, მაგრამ, ღვთის ნებით, ეს ორი გადარჩა. გიორგი კრიალაშვილი იყო ერთ-ერთი დამსახურებული ადამიანი ეროვნული მოძრაობიდან გამომდინარე,ჩვენი თანამებრძოლი იყო, ჩვენ გვქონდა ურთიერთშეხება, უდიდესი პატივისცემით ვიყავი განწყობილი და ჩემზე მეტი თუ არა, ნაკლები დამსახურების არ იყო. ჩვენთვის წარმოუდგენელი იყო, რომ გიორგი სამშობლოს წინააღმდეგ რამეში ჩართული იყო. სამივეს ერთი და იმავე ტიპის ბრალდება ჰქონდა. რაც შეეხება ლევან ამირიძეს, ის დაჯილდოებულია 2008 წლის საბრძოლო მოქმედებებში, ის იყო ერთ-ერთი საბრძოლო შენაერთის, ბატალიონის ხელმძღვანელი, რომელმაც, სტრატეგიული რუსული ბომბდამშენის მფრინავები ტყეში აიყვანა, გამოიყვანა და ჩააბარა - ერთი მკვდარი და მეორე ცოცხალი ჩააბარა საჩხერის პოლიციის ხელმძღვანელს. დამსახურებული ადამიანი, პირველი სპეცდანიშნულების ბატალიონის სამშვიდობო მისიაში ჩართული და წარმოუდგენელი იყო, რომ ის ქვეყნის საწინააღმდეგო ქმედებებში იყო ჩართული. ოთანაძესთან მე შეხება არ მქონია, მაგრამ, სპეცდანიშნულების ქვედანაყოფის ერთ-ერთი ღირსეული ხელმძღვანელი იყო ყოველთვის, მერე, ციხეში უფრო დავახლოვდით და დავმეგობრდით. ეს იყო ის შემადგენლობა, რომელიც პირველად სამსხვერპლოზე გამოიტანეს, რომლებიც უნდა დაღუპულიყვნენ", - განაცხადა კობა კობალაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა