ილონ მასკი - პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შესახებ გასულ კვირას გამოქვეყნებულ ზოგიერთ ჩემს პოსტს ვნანობ

ილონ მასკის განცხადებით, დონალდ ტრამპის შესახებ გამოქვეყნებულ ზოგიერთ პოსტს ნანობს.

„პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შესახებ გასულ კვირას გამოქვეყნებულ ზოგიერთ ჩემს პოსტს ვნანობ. ისინი მეტისმეტი იყო“, - წერს ილონ მასკი X-ზე.

შეგახსენებთ, გასულ კვირას, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და ილონ მასკი ერთმანეთს მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის (DOGE) ყოფილმა ხელმძღვანელმა, კომპანია Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, მილიარდერმა ილონ მასკი დონალდ ტრამპის საბიუჯეტო კანონპროექტი გააკრიტიკა.

სოციალურ ქსელებში მიმდინარე საჯარო დაპირისპირებისას ილონ მასკმა აშშ-ის პრეზიდენტის შესახებ რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნა, მათ შორის ბიზნესმენმა განაცხადა, რომ „მის გარეშე დონალდ ტრამპი არჩევნებს წააგებდა“.

მოგვიანებით, ილონ მასკმა დაწერა, რომ დონალდ ტრამპი „ეპშტეინის ფაილებშია“.

„დროა, ნამდვილად დიდი ბომბი ჩამოვაგდო: დონალდ ტრამპი ეპშტეინის ფაილებშია. ეს არის რეალური მიზეზი, რის გამოც ისინი საჯაროდ არ გამოქვეყნებულა“, - დაწერა მასკმა X-ზე.

ცნობისთვის, ფინანსისტ ჯეფრი ეპშტეინს სექსუალური ტრეფიკინგის საქმეზე ბრალი 2019 წელს წაუყენეს. ოფიციალური ცნობებით, ეპშტეინი ათობით არასრულწლოვანის სექსუალურ ტრეფიკინგს ეწეოდა.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია