ირანის თავდაცვის მინისტრი - სამხედრო კონფლიქტის წარმოქმნის შემთხვევაში, რეგიონში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზებს მიზანში ამოვიღებთ

სამხედრო კონფლიქტის წარმოქმნის შემთხვევაში, რეგიონში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზებს მიზანში ამოვიღებთ, - ამის შესახებ ირანის თავდაცვის მინისტრმა, აზიზ ნასირზადემ განაცხადა.

„მეორე მხარის ზოგიერთი ოფიციალური პირი კონფლიქტით იმუქრება, თუ მოლაპარაკებები ჩაიშლება. თუ კონფლიქტს თავს იძულებით მოგვახვევენ, აშშ-ის ბაზები ჩვენთან ახლოს არის და მათ მიზანში ამოვიღებთ“, - განაცხადა ირანის თავდაცვის მინისტრმა.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ცნობით, ირანსა და აშშ-ს შორის ბირთვული მოლაპარაკებები ხუთშაბათს არის დაგეგმილი, თუმცა ირანულმა მხარემ განაცხადა, რომ დელეგაციებს შორის შეხვედრა კვირას, ომანში გაიმართება.

ამასთან, დონალდ ტრამპმა გუშინ აღნიშნა, რომ ირანი ბირთვული მოლაპარაკებების პროცესში „ბევრად უფრო აგრესიული“ ხდება.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია