პარლამენტმა გენერალური პროკურორობის კანდიდატის წარდგენისა და თანამდებობაზე განწესების წესებში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა გენერალური პროკურორობის კანდიდატის წარდგენისა და თანამდებობაზე განწესების წესებში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

83-ხმით, ერთხმად მიიღეს პროექტი, რომლის თანახმად, გენერალური პროკურორობის კანდიდატების შესარჩევად სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრეებისა და სამართლის დარგის სპეციალისტებთან კონსულტაციები საჭირო აღარ იქნება. გენერალური პროკურორობის კანდიდატს საპროკურორო საბჭოს წევრები დაასახელებენ, ხოლო დასახელების უფლება საბჭო თითოეულ წევრს ექნება.

„პროკურატურის შესახებ“ კანონში ცვლილებების თანახმად, საპროკურორო საბჭოში გენერალური პროკურორობის კანდიდატის წარდგენასთან დაკავშირებული პროცესი ერთი კვირის ვადაში დასრულდება.

როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა, საპროკურორო საბჭოს კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებამოსილებაა, გენერალური პროკურორობის კანდიდატი წარადგინოს, მაგრამ კონსტიტუციაზე დაბალი იერარქიის კანონით გათვალისწინებულია სამოქალაქო საზოგადოების, ორგანიზაციების თუ აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან ერთთვიანი კონსულტაციის გამართვა, ამის შემდეგ, სამი კანდიდატურის შერჩევა და ხმათა ორი მესამედის მოპოვების შემთხვევაში, კანდიდატის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენა. მისი თქმით, გამოწვევა სწორედ ამ პროცედურაში მდგომარეობს.

„კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებაში ჩართული არიან სხვა პირები, რაც არ არის მიზანშეწონილი. ამიტომ გთავაზობთ, რომ საპროკურორო საბჭომ საკუთარი კონსტიტუციური უფლებამოსილება ამ პირების ჩარევის გარეშე განახორციელოს და გენერალური პროკურორობის ერთი კანდიდატის დასახელების უფლება საპროკურორო საბჭოს თითოეულ წევრს ჰქონდეს.

კანდიდატებს საპროკურორო საბჭო მოუსმენს. კენჭისყრა ღია წესით გაიმართება და ვინც სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერას მიიღებს ისე, რომ სხვა კანდიდატზე მეტი ხმათა რაოდენობა მოიპოვოს, საქართველოს პარლამენტში მისი წარდგენა მოხდება“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

კანონპროექტის ინიციატორი არიან პარლამენტის წევრები: - არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი და აკაკი ალადაშვილი.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია