დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ილონ მასკთან შერიგება შესაძლებელია

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ილონ მასკთან შერიგებას არ გამორიცხავს.

„ძალიან გამიკვირდა, რომ ეს მოხდა. ის შესანიშნავი კანონპროექტის წინააღმდეგ წავიდა. ვფიქრობ, ნანობს, რომ ეს თქვა“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა New York Post-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, მომხდარის გამო ილონ მასკს არ ადანაშაულებს, მაგრამ იმედგაცრუებულია.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა მასსა და ილონ მასკს შორის ურთიერთობის აღდგენა, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ ეს „შეუძლია“.

„ვფიქრობ, რომ ეს შემიძლია, მაგრამ, პირველ რიგში, ქვეყანაში წესრიგი უნდა დავამყაროთ. ჩემი ფუნქცია ქვეყნის უმაღლეს დონეზე დაბრუნებაა“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

დღეს ილონ მასკმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დონალდ ტრამპის შესახებ გამოქვეყნებულ ზოგიერთ პოსტს ნანობს.

„პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შესახებ გასულ კვირას გამოქვეყნებულ ზოგიერთ ჩემს პოსტს ვნანობ. ისინი მეტისმეტი იყო“, - დაწერა ილონ მასკმა X-ზე.

შეგახსენებთ, გასულ კვირას, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და ილონ მასკი ერთმანეთს მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის (DOGE) ყოფილმა ხელმძღვანელმა, კომპანია Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, მილიარდერმა ილონ მასკი დონალდ ტრამპის საბიუჯეტო კანონპროექტი გააკრიტიკა.

სოციალურ ქსელებში მიმდინარე საჯარო დაპირისპირებისას ილონ მასკმა აშშ-ის პრეზიდენტის შესახებ რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნა, მათ შორის ბიზნესმენმა განაცხადა, რომ „მის გარეშე დონალდ ტრამპი არჩევნებს წააგებდა“.

მოგვიანებით, ილონ მასკმა დაწერა, რომ დონალდ ტრამპი „ეპშტეინის ფაილებშია“.

„დროა, ნამდვილად დიდი ბომბი ჩამოვაგდო: დონალდ ტრამპი ეპშტეინის ფაილებშია. ეს არის რეალური მიზეზი, რის გამოც ისინი საჯაროდ არ გამოქვეყნებულა“, - დაწერა მასკმა X-ზე.

ცნობისთვის, ფინანსისტ ჯეფრი ეპშტეინს სექსუალური ტრეფიკინგის საქმეზე ბრალი 2019 წელს წაუყენეს. ოფიციალური ცნობებით, ეპშტეინი ათობით არასრულწლოვანის სექსუალურ ტრეფიკინგს ეწეოდა.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს