თინა ბოკუჩავა - კაია კალასს ვესაუბრეთ და გადავეცით პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალზე დოკუმენტი - გამოსავალი არის ახალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება, სადაც ის ოპოზიციური პარტიის ლიდერებთან ერთად ფორუმს ესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, თინა ბოკუჩავამ ვიზიტისას მაღალი დონის შეხვედრები გამართა, მასთან ერთად კი იმყოფება “ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგი წერეთელიც.

“მე და გიგი წერეთელი ვართ ბრიუსელის ფორუმზე, რომელიც ძალიან მაღალი დონის შეკრებაა ბრიუსელში. კოლეგებს შევუერთდით მას შემდე, რაც მოვუსმინეთ კაია კალასს, ვესაუბრეთ და გადავეცით დღევანდელი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალზე დოკუმენტი.

რაში მდგომარეობს გამოსავალი? ეს არის ახალი სამართლიანი, საპარლამენტო არჩევნები და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება, ეს არის ის, რაც აერთიანებს დემოკრატიულ პოლიტიკურ ძალებს საქართველოში და რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ეს ერთიანი გზავნილი საქართველოს მეგობრებისთვის ბრიუსელშიც”, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა