ირაკლი კობახიძე ორბანს - ჩვენთვის სამაგალითოა თქვენი ლიდერობა - ჩვენი ქვეყნისა და ქართველი ხალხისთვის ევროინტეგრაციის გზაზე თქვენს მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება

საქართველოს და უნგრეთს აკავშირებს საერთო ღირებულებები და ეს ღირებულებითი ერთიანობა, ვფიქრობთ, არის ის, რაც აძლიერებს პარტნიორობასა და მეგობრობას ჩვენს ქვეყნებსა და ხელისუფლებებს შორის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში, საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორის სამიტზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა უნგრეთის მხარეს და პირადად ვიქტორ ორბანს საქართველოს ძლიერი მხარდაჭერისათვის, ყველა მიმართულებით.

„ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია, დღეს, თქვენთან ერთად ყოფნა. პირველ რიგში, მადლობა მინდა გადაგიხადოთ გულთბილი მასპინძლობისათვის, სამიტის ორგანიზებისთვის. ჩვენთვის არის სამაგალითო თქვენი ლიდერობა, ის, თუ როგორ უძღვებით თქვენი ქვეყნის ხელმძღვანელობის საქმეს, როგორ ზრუნავთ უნგრეთისა და უნგრელი ხალხის ეროვნული ინტერესების დაცვაზე, უნგრეთის იდენტობის დაცვაზე. ჩვენი გადმოსახედიდან, ჩვენ გვაკავშირებს საერთო ღირებულებები და ეს ღირებულებითი ერთიანობა, ვფიქრობთ, არის ის, რაც აძლიერებს პარტნიორობასა და მეგობრობას ჩვენს ქვეყნებსა და ხელისუფლებებს შორის.

მე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და გადაგიხადოთ განსაკუთრებული მადლობა საქართველოს ძალიან ძლიერი მხარდაჭერისთვის. პირველ რიგში, მადლობა იმისათვის, რომ მხარს უჭერთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ასევე, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაგიხადოთ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე თქვენი მხარდაჭერისთვის. როდესაც საქართველომ შეძლო კანდიდატის სტატუსის მიღება, ამაში თქვენი დამსახურება იყო განსაკუთრებული და, დღესაც, როდესაც ვაგრძელებთ ჩვენს გზას ევროკავშირის მიმართულებით, ჩვენი ქვეყნისა და ქართველი ხალხისთვის თქვენს მხარდაჭერას ენიჭება უდიდესი მნიშვნელობა. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მინდა, პირადად თქვენ, ბატონო პრემიერ-მინისტრო გადაგიხადოთ ძალიან დიდი მადლობა და მადლობა მთლიანად სამთავრობო გუნდს, უნგრეთის ხელისუფლებას, რომელიც იცავს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს საერთაშორისო დონეზე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ორმხრივი თანამშრომლობის განვითარება უნგრეთსა და საქართველოს შორის, ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო პოლიტიკური თანამშრომლობა, ძალიან მჭიდრო პოლიტიკური ურთიერთობები, რაც, მათ შორის, გამოიხატება იმაში, რომ გვაქვს ძალიან ხშირი შეხვედრები, ვიზიტების ინტენსიური გაცვლა და ჩვენს ინტერესებშია, რომ ეს პოლიტიკური თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტად გავაღრმაოთ და განვავითაროთ. სამიტის ფორმატი ამის ძალიან კარგი შესაძლებლობაა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან