ანა დოლიძე - მას შემდეგ, რაც გიორგი ახობაძის პროცესიდან გამოვდიოდი მშვიდად, შემოვარდა მანდატურების უფროსი და ძალით გამომიყვანა ოთახიდან, რა დროსაც მივიღე დაზიანება

პარტია “ხალხისთვის” თავმჯდომარე, ანა დოლიძე აცხადებს, რომ აქციების დროს დაკავებული ექიმის, გიორგი ახობაძის სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ფიზიკური დაზიანება მიიღო.

როგორც დოლიძე წერს, ის მანდატურების უფროსმა ძალის გამოყენებით გამოიყვანა.

"მას შემდეგ, რაც გიორგი ახობაძის პროცესიდან გამოვდიოდი მშვიდად, გაოგნებული ცრუ მოწმის ქცევით, უკნიდან შემოვარდა დავით მატიაშვილი, მანდატურების უფროსი, რომელსაც ნაცების დროიდან ვცნობ მანდ და დიდი ძალით გამომიყვანა ოთახიდან ზურგით. ამ დროს მივიღე დაზიანება ხელზე: ან ხელში ეჭირა რაღაც ან კარებს დამარტყმევინა”, - წერს ანა დოლიძე.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„გორგიას“ პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო გადაეცა