გიორგი ვაშაძე - ბრიუსელში ძალიან ცოტა საუბარი იყო თვითმმართველობის არჩევნებზე, ყველას კარგად ესმის, ეს ვერ იქნება კრიზისის განმუხტვის მექანიზმი - „ქართული ოცნება“ გვაკარგვინებს ევროკავშირს, ნებისმიერ შეფასების დოკუმენტში გვაქვს ორიანი

პირდაპირ გეტყვით, რომ შეხვედრებზე ძალიან ცოტა საუბარი იყო თვითმმართველობის არჩევნებზე, ყველას კარგად ესმის, ეს არჩევნები ვერ იქნება კრიზისის განმუხტვის მექანიზმი, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომელიც ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, ის, რაც 4 ოქტომბერსაა დაგეგმილი, არჩევნები არ არის.

„საქართველოში ჩასატარებელია საერთო-ეროვნული საპარლამენტო არჩევნები, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები გადაწყვეტენ, ვის ანდობენ საქართველოს განვითარების გზას. ოღონდ თავისუფალ და ნორმალურ გარემოში და არა ისე, როგორც ეს იყო გასულ წელს და როგორი მანიპულაციითაც. პირდაპირ გეტყვით, არ აქვს დიდი ყურადღება თვითმმართველობის არჩევნებს ბრიუსელში იმიტომ, რომ ყველას კარგად ესმის, ამით ვერ გადაწყდება საქართველოს ევროინტეგრაციის ბედი“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძის თქმით, ევროკომისიის წარმომადგენლები მუშაობენ, რომ ჩამოყალიბდეს ახალი პოლიტიკა საქართველოში არსებულ რეალობასთან დაკავშირებით.

„ევროკავშირისთვის ძალიან კარგად არის ცნობილი, რომ კრიზისის განმუხტვის ერთადერთი გზა არის ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება ნორმალურ პირობებში და ნორმალურ წესებში.

ერთი რამ შემიძლია ცალსახად გითხრათ, ევროკომისიის წარმომადგენლები, ეს იქნება საგარეო მიმართულება, ქალბატონი ფონ დერ ლაიენის ოფისი, თუ გაფართოების მიმართულება, ყველა ფიქრობს და მუშაობს, რომ ჩამოყალიბდეს ახალი პოლიტიკა საქართველოში არსებულ რეალობასთან დაკავშირებით. რა იქნება ამ პოლიტიკაში ნამდვილად ვერ გეტყვით. საფრთხეები საქართველოსთვის ძალიან დიდია, დღეს ინტეგრაციის პროცესი არ არსებობს. საზოგადოებას მინდა ვუთხრა, „ქართული ოცნება“ გვაკარგვინებს ევროკავშირს. ჩვენ არა თუ ვერ გავხდებით ევროკავშირის წევრი, რაც გვაქვს იმასაც დავკარგავთ. ასოცირების შეთანხმებაა თუ ნებისმიერ შეფასების დოკუმენტში, ყველგან გვაქვს ორიანი ან ნულიანი“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო