ნუგზარ წიკლაური - „ფეისბუქზე“ გამოთქმული მოსაზრების გამო გიჩივიან, ეს ავტოკრატიის დაკანონებაა - სასწორის პინაზე დგას ქვეყანა იქნება თავისუფალი თუ დამონებული ისე, როგორც აზიურ დიქტატურებში არის ხალხი და „ფეისბუქს“ უკონტროლებენ

ახლა უკვე ლაპარაკია იმაზე, “ფეისბუქზე” რომ გამოთქვამ რაღაც მოსაზრებას, თურმე, მარიამ ლაშხის მსგავსი დეპუტატი, ამაზე გიჩივლებს. აშკარად დიქტატურაა ეს, ავტოკრატიის პირდაპირი დაკანონება მიმდინარეობს ქვეყანაში და ამ პირობებში ლაპარაკი, რომ მე ადგილობრივ არჩევნებში მივიღებ მონაწილეობას, სადაც არც დამკვირვებელია, აღარც სადამკვირვებლო მისიები არაა, აღარც უცხოელები აღარ ჩამოდიან იმისთვის, რომ შეაფასონ ეს პროცესი, როგორ შეიძლება აქედან რამე კარგი გამოვიდეს, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.

წიკლაურის თქმით, ახლა სასწორის პინაზე არ დგას საკითხი, რომელი ოპოზიციური პარტია უფრო მთავარი იქნება, არამედ სასწორის პინაზეა ქვეყნის თავისუფლება თუ მონობაში ყოფნა.

“თუ “ლელოს” სურს, რომ ბოიკოტი გამოუცხადოს იმ ფარსს, რომელსაც “ქართული ოცნება” “გვასაღებს”, როგორც დემოკრატიულ არჩევნებს, ამ შემთხვევაში, ჩვენზე დიდი მოკავშირე მას არ ეყოლება, თუ არა და მაშინ ჩვენ ვაპირებთ, ქართველი ხალხის დარწმუნებას, რომ ის არ მივიდეს ამ არჩევნებზე, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც დაჭერილები არიან პოლიტიკური ლიდერები, დაჭერილია 50 პოლიტიკური პატიმარი, დღეს ვხედავთ, რომ ქუჩებში ხან ვის დახვდებიან და ხან ვის უჩივლებენ, სასამართლო ვეღარ იტევს უკვე, ყვარყვარე თუთაბერის ციხესავით გადაიქცა უკვე “ქართული ოცნების” სასამართლოც, ვეღარ იტევს, იმდენ ადამიანს ასამართლებენ უკვე სიმართლისთვის, თავისუფალი სიტყვისთვის. ახლა უკვე ლაპარაკია იმაზე, რომ “ფეისბუქზე” რომ გამოთქვამ რაღაც მოსაზრებას, თურმე, მარიამ ლაშხისნაირი დეპუტატი, ვიღაც, ამაზე გიჩივლებს. აშკარად დიქტატურაა ეს, ავტოკრატიის პირდაპირი დაკანონება მიმდინარეობს ქვეყანაში და ამ პირობებში ლაპარაკი იმაზე, რომ მე ადგილობრივ არჩევნებში მივიღებ მონაწილეობას, სადაც არც დამკვირვებელია, აღარც სადამკვირვებლო მისიები არაა, აღარც უცხოელები აღარ ჩამოდიან იმისთვის, რომ შეაფასონ ეს პროცესი, როგორ შეიძლება აქედან რამე კარგი გამოვიდეს.

მე მესმის, შეიძლება, ზოგიერთი პოლიტიკური პარტია თვლიდა, რომ მას აქვს მეტი რესურსი, მაგალითად, ფინანსური, აქვს მეტი წვდომა გარკვეულ სატელევიზიო საშუალებებზე და ახლა, ამ რაღაც ტიპის ტურბულენციაში, რომელშიც ჩვენ აღმოვჩნდით გაყალბებული არჩევნებისა და ირაკლი კობახიძის ანტი-ევროპული გზავნილების შემდეგ, უნდა, რომ ხელი მოითბოს და წარმოჩინდეს მთავარ ოპოზიციურ ძალად - არ გამოვა ეს ამბავი. ახლა სასწორის პინაზე ის კი არ დგას, “ლელო” იქნება უფრო მთავარი თუ “კოალიცია ცვლილებისთვის” ან რომელიმე პარტია, სასწორის პინაზე დგას, ეს ქვეყანა იქნება თავისუფალი ქვეყანა თუ იქნება დამონებული ისე, როგორც არის აზიურ დიქტატურებში ხალხი და “ფეისბუქს” გაუკონტროლებენ”, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა