თეატრში პირველი ქართული მიუზიკლის - „ვერის უბნის მელოდიების“ პრემიერა შედგა

წისქვილის „თეატრში“ გოგი ცაბაძის უკვდავი მუსიკითა და მორის ფოცხიშვილის დაუვიწყარი ტექსტებით პირველი ქართული მიუზიკლის, გიორგი შენგელაიასა და ანზორ სალუქვაძის ლეგენდარული „ვერის უბნის მელოდიების“ პრემიერა შედგა.

სცენაზე გაცოცხლებულმა ქალაქის უძველი უბნის ისტორიებმა თითოეული სტუმრის გული მოიგო. მაყურებელი წისქვილის ,,თეატრში” კვლავ შეხვდა პერსონაჟებს – მედროგე პავლესა და მის გოგონებს, მრეცხავ ვარდოს, ტანც-კლასის პედაგოგებს, პრისტავსა და აღა-გეორქას.

გავიხსენეთ, ხელახლა შევიყვარეთ და ერთად განვიცადეთ ამბავი უთქმელ სიყვარულზე, სიკეთით ჩადენილ დანაშაულსა და საზოგადოების მოთხოვნით გაუქმებულ სასჯელზე.

ბილეთების შეძენას კი შემდეგ წარმოდგენებზე შეძლებთ საიტიდან: teatri.ge

თეატრის” ამხატვრო ხელმძღვანელი და „ვერის უბნის მელოდიების“ დამდგმელი რეჟისორი, ზაალ ჩიქობავა: „ქართული, მართლაც, ლეგენდარული მიუზიკლის პრემიერა შედგა ჩვენთან თეატრში, რაც ძალიან საპასუხისმგებლო იყო. ჩვენს მაყურებელს დავახვედრეთ ის განწყობა და ემოცია, რაც "ვერის უბნის მელოდიებისგან" გვაქვს ყველას. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, ჩემს გვერდით ყოფილიყვნენ ის ადამიანები, ვინც თავის მიმართულებით არიან უმაგრესები და პროფესიონალები. ახალი მიუზიკლის შესაქმნელად ძალიან დიდი რესურსია საჭირო. ეს კი მართლაც ერთი ძალიან დიდი და ძლიერი გუნდის, „წისქვილი ჯგუფის” მიერ არის გაკეთებული. აუცილებლად უნდა ვუთხრა მადლობა ყველა ადამიანს და ყველა იმ კომპანიას, რომელიც ჩვენი მხარდამჭერია: კონცეპტი, სითიზენი, ბორჯომი, ჩივას18, გურემანი, ბენე, ვაკე და მედია მხარდამჭერი "პალიტრა". მათი მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.”

„ვერის უბნის მელოდიების“ ინსცენირების ავტორი, თეა ყიფშიძე: „ქართველმა მაყურებელმა წისქვილის ,,თეატრში” ნახა არაჩვეულებრივი, კლასიკად ქცეული და ლეგენდარული, პირველი ქართული მიუზიკლი. 1973 წელს, როცა ეს ფილმი ეკრანზე გამოვიდა, ქართველმა მაყურებელმა მაშინვე შეიყვარა იმიტომ, რომ თითოეული ფრაზა საოცრად ცოცხალი და დასამახსოვრებელი იყო. ის ისეთივე საყვარელი და ძვირფასია ყველასთვის, როგორიც 5 ათეული წლის წინ იყო. წარმოიდგინეთ, გიორგი შენგელაია, ანზორ სალუქვაძე, გოგი ცაბაძე, მორის ფოცხიშვილი - ყველა ეს სახელი უკავშირდება ერთ ქართულ ფილმს და ეს არის „ვერის უბნის მელოდიების“ ეს ამბავი ვერის უბანში დატრიალდა და ის დღესაც ისეთივე აქტუალურია, როგორიც ერთი საუკუნის წინ 10-იან წლებში იყო. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ არ გაგვეთანამედროვებინა და გაგვეკეთებინა, მართალია, ჩვენეული ვერსია, მაგრამ შეგვენარჩუნებინა ენა და სტილი. ყველა იმ საყვარელ ფრაზას, რომელიც ეკრანიდან ჩაგესმით, აუცილებლად გაიგებთ „თეატრის” სცენაზე”.

ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის მიერ მოწოდებული ნიკოლოზ რაჭველის არაჩვეულებრივი მუსიკა, რომელიც ევგენი მიქელაძის სახელობის სიმფონიური ორკესტრის მიერ არის ჩაწერილი, მაქსიმალურად მიახლოებულია ორიგინალთან.

კოსტიუმების მხატვარი, ანა ნინუა: „პირველ რიგში, დაიწყო იდეებით, მასალის ნახვით, ესკიზის შექმნით. ამის მიხედვით ქსოვილებს ვარჩევდით, შემდეგ კი მოზომვებს ვაკეთებდით. სასცენო და თეატრალური კინო-კოსტიუმი ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან, ამიტომ ვეცადეთ, რომ უფრო თეატრალური გაგვეხადა. არ მივყევით კლასიკურად ფილმს და ჩვენებურად გავაკეთეთ.”

ქორეოგრაფი, გიორგი ტორიაშვილი: „მოგეხსენებათ, რომ ლეგენდარული „ვერის უბნის მელოდიები” ყველასათვის ცნობილი და საყვარელი მიუზიკლია. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამის გაკეთება. მადლობა წისქვილის „თეატრს”, რომ მოგვეცა შესაძლებლობა დაგვედგა „ვერის უბნის მელოდიების“. შევეცადე, გენიალური ზარეცკის ქორეოგრაფია ცოტა გამეთანამედროვებინა. მგონია, რომ შევძელით. სამუშაო პროცესი განსხვავდება იმით, რომ არა მხოლოდ ორი, არამედ ათამდე ბავშვი გვყავს, რაც მგონია, რომ აცოცხლებს მიუზიკლს. სიმართლე გითხრათ, ბავშვებთან მუშაობა ბევრად უფრო რთულია, ვიდრე უფროს არტისტებთან. თეატრის დასი უნიკალურია, უკვე მესამე მიუზიკლია ერთად ვმუშაობთ. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მათთან მიწევს მუშაობა.”

ყველაფერთან ერთად, განსაკუთრებული გასტრონომიული გამოცდილებაც მიიღო მაყურებელმა. ტრადიციულად, მოსულ სტუმრებს წისქვილის ბრენდ შეფის ალექს ნათაძის მიერ შერჩეული კერძებით გავუმასპინძლდით.

„ვერის უბნის მელოდიების“ პრემიერა შედგა და დაუვიწყარი ემოციები დაგვიტოვა, სწორედ იმ განწყობით, რაც იმ ძველ თბილისსა და დროს ახასიათებდა.

ზაფხულის სეზონზეც შეგიძლიათ დაესწროთ მიუზიკლს და შეიძინოთ ბილეთები: Teatri.ge -ზე, დეტალური ინფორმაციისთვის კი შეგიძლიათ დაუკავშირდეთ თეატრის გაყიდვების გუნდს.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას