ირაკლი კობახიძე დონალდ ტუსკის განცხადებაზე - ეს არის შანტაჟი - ზოგადად, შანტაჟი შანტაჟად დარჩება, თუმცა, ასეც და ისეც, ეს მუქარები ძალიან დასანანი და სამწუხაროა

ეს არის შანტაჟი! - ზოგადად, შანტაჟი შანტაჟად დარჩება, თუმცა, ასეც და ისეც, ეს მუქარები არის ძალიან დასანანი და სამწუხარო, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის იმ განცხადებას შეეხებოდა, სადაც მან საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ისაუბრა.

მისივე თქმით, არ შეიძლება ემუქრებოდნენ ქართველ ხალხს იმის გამო, რომ „ვიღაცებს არ მოსწონთ ქართველი ხალხის არჩევანი“.

„რა თქმა უნდა, ეს ძალიან სამწუხარო და დასანანია. გუშინ ჩვენ პოლონეთის პარლამენტში მოვისმინეთ ქართველი ხალხის მიმართ მუქარა, რაც ბუნებრივია საქართველოში ევროპული ბიუროკრატიის იმიჯზე დადებითად არ აისახება. იმედი მაქვს, რომ მომავალში დამოკიდებულება შეიცვლება. არ შეიძლება ასე ემუქრებოდნენ ქართველ ხალხს იმის გამო, რომ ვიღაცებს არ მოსწონთ ქართველი ხალხის არჩევანი. ქართველმა ხალხმა გააკეთა თავისი არჩევანი. შარშან, მან მხარი დაუჭირა ქვეყნის განვითარებას, მშვიდობას ქვეყანაში, საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. ვინმეს მოსწონს თუ არა ეს არჩევანი, ყველამ მას პატივი უნდა სცეს. აბსოლუტურად უადგილოა მუქარები ქართველი ხალხის მიმართ.

ვფიქრობ, ეს არის შანტაჟი, შანტაჟი, რომელიც არის გათვლილი იმაზე, რომ შეიძლება პროცესები სხვა მიმართულებით განვითარდეს ქვეყანაში. თუმცა რეალურად ყველა ხედავს, რომ ასეთი შანტაჟი, რომელიც მრავალი წელია გრძელდება, არ მოქმედებს ქართველ ხალხზე. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ზოგადად შანტაჟი შანტაჟად დარჩება, თუმცა ასეც და ისეც ეს მუქარები არის ძალიან დასანანი და სამწუხარო“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა პარლამენტში არალეგალურ მიგრაციაზე ისაუბრა და ამ კონტექსტში საქართველო ახსენა.

კერძოდ, ტუსკის თქმით, მზად არის, არსებული მეთოდები გამოიყენოს, საერთაშორისო სამართლის შესაცვლელად, რათა არალეგალური მიგრაციის რისკი, მინიმუმამდე შემცირდეს.

პოლონეთის პრემიერის თქმით, საჭირო უმრავლესობას ქმნის, რათა შეზღუდოს ან შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა, მათ შორის საქართველოსთან.

ამასთან, ტუსკმა ხაზი გაუსვა, რომ საკითხი მხოლოდ საქართველოს არ ეხება, არამედ იმ ქვეყნებსაც, საიდანაც მიგრაცია პირდაპირ საფრთხეს უქმნის სამართლებრივ ან საზოგადოებრივ წესრიგს პოლონეთში ან ევროპაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია