დონალდ ტრამპი - ლოს-ანჯელესში ბოლო ორი ღამე უსაფრთხო და მშვიდი იყო

ლოს-ანჯელესში ბოლო ორი ღამე უსაფრთხო და მშვიდი იყო, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს.

„ჩვენმა შესანიშნავმა ეროვნულმა გვარდიამ, საზღვაო ქვეითების მცირე დახმარებით, უზრუნველყო ის, რომ ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტმა თავისი სამუშაოს ეფექტურად შესრულება შეძლო. ყველამ ერთად კარგად იმუშავა, მაგრამ სამხედროების გარეშე ლოს-ანჯელესი ისეთი დანაშაულის ადგილი იქნებოდა, როგორიც წლების განმავლობაში არ გვინახავს“, - წერს დონალდ ტრამპი.

მისი თქმით, კალიფორნიის გუბერნატორმა, გევინ ნიუსომმა „სიტუაციაზე კონტროლი დაკარგა“.

შეგახსენებთ, ლოს-ანჯელესში აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის (ICE) მიერ ჩატარებული რეიდების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. აქციების მიმდინარეობისას პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები ხდება. ქვეყნის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ლოს-ანჯელესში ეროვნული გვარდიის 4 000 ჯარისკაცისა და საზღვაო ქვეითების განლაგების გადაწყვეტილება მიიღო. სამართალდამცავების ინფორმაციით, საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ლოს-ანჯელესის ნაწილში უკვე მეორე დღეა, რაც „კომენდანტის საათი“ მოქმედებს.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს