თბილისის საქალაქო სასამართლოში ნანუკა ჟორჟოლიანის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფის საქმეზე ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული ტელეწამყვანის, ნანუკა ჟორჟოლიანის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას ნანუკა ჟორჟოლიანი ესწრება.

მოსამართლემ ჟორჟოლიანისა და მისი ადვოკატების შუამდგომლობა, მოწმის სახით დეპუტატების თეა წულუკიანისა და მარიამ ლაშხის გამოკითხვის შესახებ, არ დააკმაყოფილა.

ნანუკა ჟორჟოლიანის წინააღმდეგ სარჩელი დეპუტატებმა თეა წულუკიანმა და მარიამ ლაშხმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-16 პრიმა მუხლით შეიტანეს, რაც პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფას გულისხმობს.

ცნობისთვის, პოლიტიკოსებსა და აქტივისტებს შს სამინისტრო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-16 პრიმა მუხლის დარღვევას ედავება, რომელიც პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფას გულისხმობს. მუხლი სასჯელის სახედ 1500 ლარიდან - 4000 ლარამდე ჯარიმას, ან ადმინისტრაციული პატიმრობას 45 დღემდე ვადით ითვალისწინებს.

შსს სამართალდარღვევას ედავება ჟურნალისტებს - ნანუკა ჟორჟოლიანს, ვახო სანაიას, ვიკა ბუკიას, დეა მამისეიშვილს, ეკა მიშველაძეს, მიშა მშვილდაძეს.

პოლიტიკოსებს - თამარ ჩერგოლეიშვილს, ლევან ხაბეიშვილს, ელენე ხოშტარიას, ალეკო ელისაშვილს.

აქტივისტებს - ანა სუბელიანს, ბაია პატარაიას, დავით ქაცარავას, გიორგი ქადაგიძეს, ქეთი მოლაშვილს.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს