დონალდ ტრამპი - ირანს შეთანხმების მიღწევის შანსი მივეცი და ამის გაკეთება ვერ შეძლეს - ზოგიერთი ირანელი გაბედულად საუბრობდა, მაგრამ ახლა ყველა მკვდარია - ირანმა უნდა დადოს შეთანხმება, სანამ ყველაფერი განადგურდება

მე ირანს შეთანხმების მიღწევის შანსი მივეცი, ვუთხარი : „უბრალოდ გააკეთეთ ეს“, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ძლიერ შეეცადნენ, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ახლოს იყვნენ, უბრალოდ ვერ შეძლეს ამის გაკეთება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ პლატფორმა Thruth Social-ზე წერს.

„მე ვუთხარი მათ, რომ ეს გაცილებით უარესი იქნებოდა, ვიდრე ყველაფერი, რაც აქამდე იცოდნენ, ელოდნენ ან მათთვის უთქვამთ, ვუთხარი, რომ შეერთებული შტატები მსოფლიოში საუკეთესო და ყველაზე ლეტალურ სამხედრო აღჭურვილობას აწარმოებს და რომ ისრაელს ბევრი მათგანი აქვს და კიდევ მეტი ექნება და მათ იციან, როგორ გამოიყენონ ის. ზოგიერთი ირანელი მკაცრი ხაზის წარმომადგენელი გაბედულად საუბრობდა, მაგრამ არ იცოდნენ, რა მოხდებოდა. ახლა ყველა მკვდარია“, - წერს ტრამპი.

მისი თქმით, ჯერ კიდევ არსებობს შანსი ხოცვა-ჟლეტა და თავდასხმები დასრულდეს.

„უკვე მოხდა დიდი სიკვდილიანობა და ნგრევა, მაგრამ ჯერ კიდევ არის დრო, რომ ეს ხოცვა-ჟლეტა დასრულდეს. ირანმა უნდა დადოს შეთანხმება, სანამ ყველაფერი განადგურდება და გადაარჩინოს ის, რაც ოდესღაც ირანის იმპერიის სახელით იყო ცნობილი. აღარ იყოს სიკვდილი, აღარ იყოს ნგრევა, უბრალოდ გააკეთეთ ეს, სანამ ძალიან გვიან არ არის. ღმერთმა დაგლოცოთ ყველა!“ - წერს ტრამპი.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია