ლიეტუვის საგარეო  უწყება - „ქართული ოცნების“ მიერ ნიკა გვარამიას დაპატიმრება მოითხოვს ევროკავშირის 27 წევრის ძლიერ პასუხს ახლავე

„ქართული ოცნების“ მიერ ნიკა გვარამიას დაპატიმრება მოითხოვს ევროკავშირის 27 წევრის ძლიერ პასუხს ახლავე და ივნისის საგარეო საქმეთა საბჭოზე ევროკავშირი-საქართველოს ინტერაქციის სამომავლო ჩარჩოზე სერიოზულ განხილვას, - ამის შესახებ განცხადებას ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„ქართული ოცნების“ ბოლო გადაწყვეტილება დააპატიმროს ნიკა გვარამია, პოლიტიკური ოპონენტი და „კოალიცია ცვლილებებისთვის“ პარტიის ლიდერი, აღსანიშნავი დემონსტრაციაა თუ რეალურად რას წარმოადგენს ეს პოლიტიკური ერთეული.

ეს მოითხოვს ევროკავშირის 27 წევრის ძლიერ პასუხს ახლავე და ივნისის საგარეო საქმეთა საბჭოზე ევროკავშირი-საქართველოს ინტერაქციის სამომავლო ჩარჩოზე სერიოზულ განხილვას. დროზე რეაგირების არმოხდენა რეაგირების პასუხისმგებლობას არ აუქმებს”, - ნათქვამია განცხადებაში.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2026
Galaxy Unpacked 2026: ახალი AI სმარტფონი, რომელიც ყოველდღიურობას კიდევ უფრო მარტივს გახდის
„კარფურში“ დიდი ბრენდ ფესტივალი დაიწყო