აშშ-ის არმიის 250 წლის იუბილეს აღსანიშნავად დღეს ვაშინგტონში სამხედრო აღლუმი გაიმართება

დღეს აშშ-ის არმიის 250 წლის იუბილეს აღსანიშნავად ვაშინგტონში სამხედრო აღლუმი გაიმართება, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Associated Press-ი ავრცელებს.

აშშ-ის დედაქალაქში სამხედრო აღლუმი 1991 წლის შემდეგ პირველად გაიმართება და მასში მონაწილეობას 6100-ზე მეტი ჯარისკაცი, 150 სატრანსპორტო საშუალება, 128 ტანკი და 62 თვითმფრინავი მიიღებს.

აშშ-ის შეიარაღებული ძალების განცხადებით, სამხედრო აღლუმს, სავარაუდოდ, 200 000-მდე ადამიანი დაესწრება.

ვაშინგტონში სამხედრო აღლუმი ადგილობრივი დროით 18:30 საათზე (თბილისის დროით კვირა, 02:30 საათი) დაიწყება.

ამასთან, CBS News-ის ინფორმაციით, პარასკევს პოლიციამ ვაშინგტონში კაპიტოლიუმის წინ 60-მდე ადამიანი დააკავა, რომლებიც აშშ-ის პრეზიდენტის მიერ სამხედრო აღლუმის ჩატარებასა და ლოს-ანჯელესში ეროვნული გვარდიის ჯარისკაცების განლაგებას აპროტესტებდნენ.

ცნობისთვის, დღეს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი 79-ე დაბადების დღეს აღნიშნავს.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს