ისრაელის იერიშების შედეგად ორი ირანელი გენერალი დაიღუპა

ისრაელის იერიშების შედეგად ორი ირანელი გენერალი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი“ ირანის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ისრაელის სარაკეტო იერიშებს ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დაზვერვის უფროსის მოადგილე, გენერალი გოლამრეზა მეჰრაბი და ოპერაციების ხელმძღვანელის მოადგილე, გენერალი მეჰდი რაბანი ემსხვერპლა.

ირანული მხარის განცხადებით, გუშინ ისრაელის იერიშების შედეგად, სულ მცირე, 78 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის მაღალი რანგის სამხედრო პირები.

გუშინ, ირანის სახელმწიფო მედიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ ისრაელის იერიშების შედეგად ირანის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი მოჰამედ ბაღერი, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მეთაური ჰოსეინ სალამი, ირანის საჰაერო ძალების მეთაური გენერალი ამირ ალი ჰაჯიზადე და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) ცენტრალური შტაბის ხელმძღვანელი გოლამალი რაშიდი დაიღუპნენ.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია