დავით მათიკაშვილის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის მოქალაქე ალექსანდრე სამხარაძეს 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა - პოლიციამ ის დღეს დილით, სახლთან დააკავა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრისთვის, დავით მათიკაშვილისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებისთვის თბილისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე ალექსანდრე სამხარაძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო, ის სამართალდამცავებმა დღეს დილით, სახლთან დააკავეს.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ სამხარაძის ძმა აცხადებს, ის პოლიციელებმა კი არ დააკავეს, „გაიტაცეს“.

სამხარაძეს სასამართლომ ადმინისტრაციული სახდელის სახით 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ის ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.

მოქალაქის დაკავებას ადასტურებენ და მიზეზებს განმარტავენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ, მიმდინარე წლის 13 ივნისს, ალექსანდრე სამხარაძეს ადმინისტრაციული სახდელის სახით შეუფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა.

ალექსანდრე სამხარაძემ თავი აარიდა სასამართლოში გამოცხადებას. შესაბამისად, სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ის დააკავეს.

ალექსანდრე სამხარაძე გადაყვანილია დროებითი მოთავსების იზოლატორში, ადმინისტრაციული პატიმრობის აღსრულების მიზნით“, - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია