ვოლოდიმირ ზელენსკი - ირანი უკრაინისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს

ირანი უკრაინისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკულ ტელეარხ Newsmax-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ირანი, ფაქტობრივად, რუსეთისთვის იარაღისა და ტექნოლოგიების მიწოდებით ჩვენს წინააღმდეგ აქტიურად მუშაობს. ეს კი მათ სერიოზულ საფრთხედ აქცევს. მიუხედავად ამისა, ჩვენ ესკალაციას არ ვცდილობთ. ძალიან კარგად გვესმის, თუ რა დამანგრეველი შედეგები შეიძლება მოჰყვეს ასეთ კონფლიქტს. თუმცა, ირანი რუსეთის მხარდაჭერას აგრძელებს. ირანი ნავთობიდან მიღებულ შემოსავალს საომარი მოქმედებების დასაფინანსებლად იყენებს. ეს არის ის მკაცრი რეალობა, რომლის წინაშეც ჩვენ ვართ“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა, ისრაელსა და ირანს შორის მიმდინარე დაპირისპირებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მას ვითარების „ესკალაცია მსოფლიოს არცერთ ნაწილში სურს“.

„თუ ეს გაგრძელდება კონფლიქტის კიდევ ერთი ტალღა იქნება, კიდევ უფრო მეტი სარაკეტო დარტყმები იქნება, კიდევ უფრო ძლიერი თანამშრომლობა რუსეთსა და ირანს შორის და ვითარება შეიძლება კიდევ უფრო სახიფათო გახდეს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს