ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინს ომის დასრულება არ სურს და საბოლოოდ, ის ტრამპს მოატყუებს, ამას დაინახავთ ყველა, მთელი მსოფლიო

პუტინი ტრამპს მოატყუებს, მთელი მსოფლიო დაინახავს ამას. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკულ ტელეარხ Newsmax-თან ინტერვიუში განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მას არ შეუძლია აშშ-ის პრეზიდენტს მიუთითოს თუ როგორ აწარმოოს რუსეთთან დიალოგი.

„მაგრამ ვთვლი, რომ პუტინს ომის დასრულება არ სურს და, საბოლოო ჯამში, ის ტრამპს მოატყუებს. ამას დაინახავთ, ყველა, მთელი მსოფლიო დაინახავს ამას. ასეთი ადამიანია. და ის მზად იქნება გარკვეული ნაბიჯებისთვის, დეესკალაციისთვის, მხოლოდ თუ დიდი ზეწოლის ქვეშ იქნება. სხვანაირად ვერანაირად,” - განაცხადა ზელენსკიმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ არასწორად მიაჩნია უკრაინის განხილვა მსგავს მოლაპარაკებებზე მისი მონაწილეობის გარეშე.

“ვთვლი, რომ უკრაინაზე უკრაინის გარეშე საუბარი არასწორია, უკრაინაზე საუბარი და რაღაც საკითხების ჩვენს გარეშე განხილვა - ვთვლი, რომ ეს არასამართლიანია,” - განაცხადა ზელენსკიმ.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს