ისრაელმა ირანში, იარაღის წარმოების ობიექტებთან ახლოს მცხოვრები ირანელებისთვის ევაკუაციის შესახებ გაფრთხილება გაავრცელა

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ირანში, იარაღის წარმოების ობიექტებთან ახლოს მცხოვრები ირანელებისთვის სასწრაფო ევაკუაციის გაფრთხილება გაავრცელა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„თქვენი უსაფრთხოებისთვის, გთხოვთ, დაუყოვნებლივ დატოვოთ ამ ობიექტების ტერიტორია და არ დაბრუნდეთ შემდგომ შეტყობინებამდე. ამ ტერიტორიების სიახლოვეს ყოფნა საფრთხეს უქმნის თქვენს სიცოცხლეს“, - აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, ავიჩაი ადრაეს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მისი თქმით, გაფრთხილება ასევე ვრცელდება იმ ობიექტების მახლობლად მდებარე ტერიტორიებზე, რომლებიც ირანში იარაღის წარმოებას უწყობენ ხელს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ გუშინ ვიდეო მიმართვა გაავრცელა და განაცხადა, რომ ისრაელი „აიათოლას რეჟიმის ყველა ობიექტსა და სამიზნეს დაარტყამს“. ირანი კი იმუქრება, რომ გააძლიერებს ისრაელზე თავდასხმებს, თუ ის საბრძოლო მოქმედებებს გააგრძელებს.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს