მედია - აშშ-ის ქალაქებში მილიონობით ადამიანმა დონალდ ტრამპის საწინააღმდეგო აქციები გამართა ლოზუნგით: „არა მეფეებს“

აშშ-ის სხვადასხვა ქალაქებში, ლოზუნგით: „არა მეფეებს“, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა.

მედიის ინფორმაციით, საპროტესტო აქციები გაიმართა ნიუ-იორკში, ფილადელფიაში, ჰიუსტონსა და სხვა ქალაქებში, სადაც ტრამპის შესახებ კრიტიკული შინაარსის პლაკატებით შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართეს კანონმდებლებმა, პროფკავშირების ლიდერებმა და აქტივისტებმა.

ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური აქცია ლოს-ანჯელესში გაიმართა, სადაც ფედერალური შენობის მახლობლად მომიტინგეებსა და ეროვნული გვარდიის ჯარისკაცებს შორის დაპირისპირება მოხდა და დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

ორგანიზატორების თქმით, აშშ-ის მასშტაბით გამართულ ასობით საპროტესტო აქციაში მილიონობით ადამიანი მონაწილეობდა.

საპროტესტო აქციები დაემთხვა დონალდ ტრამპის დაბადების დღეს. ასევე სამხედრო აღლუმს ვაშინგტონში, რომელიც აშშ-ის არმიის 250 წლის იუბილეს მიეძღვნა.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს