ბენიამინ ნეთანიაჰუ -  ირანი ძალიან მაღალ ფასს გადაიხდის - ჩვენ გავიმარჯვებთ, ჩვენ გამარჯვების გზაზე ვართ

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ირანი ძალიან მაღალ ფასს გადაიხდის ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმისთვის.

„ირანი ძალიან მაღალ ფასს გადაიხდის მშვიდობიანი მოსახლეობის - ქალების, ბავშვების - მკვლელობისთვის, რომელიც მან განზრახ განახორციელა. ჩვენ მივაღწევთ ჩვენს მიზნებს და მათ დაუძლეველი ძალით დავარტყამთ“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ ბათ-იამში, სადაც ის ირანის მიერ დღეს დილით განხორციელებული სარაკეტო დარტყმის ადგილს ეწვია.

მისი თქმით, ისრაელი ეგზისტენციალურ ბრძოლაში იმყოფება.

„დაფიქრდით, რა მოხდება, ირანს ისრაელის ქალაქებზე ჩამოსაგდებად ბირთვული იარაღი რომ ჰქონდეს. დაფიქრდით, რა მოხდება, ირანს 20 000 ასეთი რაკეტა რომ ჰქონდეს - არა ერთი, არამედ 20 000. ეს ისრაელისთვის ეგზისტენციალური საფრთხეა. სწორედ ამიტომ დავიწყეთ გადარჩენის ომი. ჩვენი ჯარისკაცები, ჩვენი პილოტები ირანის ცის ზემოთ არიან“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

მან მოსახლეობას მოუწოდა, რომ სარაკეტო იერიშის დროს შიდა ფრონტის სარდლობის მითითებები გაითვალისწინონ.

„ჩვენ გავიმარჯვებთ. ჩვენ გამარჯვების გზაზე ვართ“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

შეგახსენებთ, ირანის მიერ ისრაელის ქალაქ ბათ-იამზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა და ასზე მეტი დაშავდა. სამაშველო ოპერაციები გრძელდება. მაშველები სამ დაკარგულ მოქალაქეს ეძებენ.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს