გიორგი ვაშაძე - კითხვა დავსვათ, რაც 4 ოქტომბერს არის, არჩევნებია?! - ჩვენ ვითხოვთ ახალ საპარლამენტო არჩევნებს ახალი წესებით

კითხვა დავსვათ, რაც 4 ოქტომბერს არის, არჩევნებია?! - როცა რაღაცას „არჩევნები“ ჰქვია მას აქვს თავისი წესები - ჩვენ ვითხოვთ ახალ საპარლამენტო არჩევნებს ახალი წესებით, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრისას, ჟურნალისტებთან განაცხადა.

ვაშაძე ამბობს, რომ ოპოზიციურ პარტიებს სთავაზობს, არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება დასაბუთებულად მიიღონ.

„მე არავის არაფერში ვადანაშაულებ. მე ყველას ვთავაზობ, რომ გადაწყვეტილება მივიღოთ, რა თქმა უნდა, დასაბუთებულად, არგუმენტირებულად. ძალიან კონკრეტული საკითხია. კითხვა დავსვათ, ის რაც 4 ოქტომბერს არის, არჩევნებია?! როცა ამდენი ადამიანი ციხეში გვყავს, საკანონმდებლო ბაზა ისე გააუარესეს, დამკვირვებელი არ გვეყოლება, მედია ცენზურის ქვეშ იქნება, „ფეისბუქპოსტებს“ აკონტროლებენ, აბა, რანაირი არჩევნებია ეს?! როცა რაღაცას „არჩევნები“ ჰქვია მას აქვს თავისი წესები. ახლა ჩამოვედი ბრიუსელიდან, სადაც ზუსტად ამაზე გვქონდა საუბარი. ხვალაც შეიძლება რაღაცას დაარქვას არჩევნები „ქართულმა ოცნებამ“. ეს ვერ ჩაითვლება არჩევნებად. ამიტომ ჩვენ მარტო ახალ საპარლამენტო არჩევნებს კი არ ვითხოვთ, ჩვენ ვითხოვთ ახალ საპარლამენტო არჩევნებს ახალი წესებით, რომელიც მისცემს საქართველოს მოქალაქეებს მეტნაკლებად მაინც, თავისუფლად ნების გამოხატვის საშუალებას. რაც შეეხება „ლელოს“, ყველა პარტიას, მე საბოლოოო ჯამში, მჯერა, რომ ჩვენ ყველა მივიღებთ საერთო გადაწყვეტილებას და ერთიან ბრძოლას გავაგრძელებთ,“ - განაცხადა ვაშაძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო