გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთის №3 საჯარო სკოლის პედაგოგებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი ჯინჭარაძე ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის №3 საჯარო სკოლას ესტუმრა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრთან ერთად, სკოლის დირექტორსა და პედაგოგებს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, მთავრობის თავმჯდომარემ პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდის საქმეში შეტანილი წვლილისა და საკუთარი საქმის ერთგულებისთვის მადლობა გადაუხადა.

მისი თქმით, განათლების სისტემის გაძლიერება აფხაზეთის მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.

„შეხვედრაზე განიხილეს სკოლაში არსებული საჭიროებები და ინფრასტრუქტურული გამოწვევები, მათ შორის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების საკითხები. პედაგოგებმა თავიანთი შეხედულებები და წინადადებები გააჟღერეს, რაზეც გიორგი ჯინჭარაძემ მათ დახმარება და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა აღუთქვა.

გიორგი ჯინჭარაძემ ყურადღება გაამახვილა აფხაზეთის საჯარო სკოლებში მოსწავლეებისთვის აფხაზური ენის სწავლების შესაძლებლობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ეს საკითხი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მატარებელია, რომელიც ქართულ-აფხაზური შერიგების პროცესში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს.

მთავრობის თავმჯდომარემ დაადასტურა, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა გააგრძელებს აქტიურ მუშაობას განათლების მიმართულების გაძლიერებისთვის და მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა