ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელი თეირანის ცას აკონტროლებს, ვურტყამთ რეჟიმის სამიზნეებს

ისრაელი თეირანის ცას აკონტროლებს, ვურტყამთ რეჟიმის სამიზნეებს - განსხვავებით ირანის კრიმინალური რეჟიმისგან, რომელიც მშვიდობიან მოსახლეობას ესხმის თავს, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის ცენტრალურ ნაწილში, თელ-ნოფის საჰაერო ბაზაზე ვიზიტის დროს განაცხადა, სადაც ის თავდაცვის მინისტრ ისრაელ კაცთან და ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსთან, გენერალ-ლეიტენანტ ეიალ ზამირთან ერთად იმყოფებოდა.

მისი თქმით, ისრაელი მისი მიზნის მიღწევის გზაზეა, რომელიც ირანის ბირთვული და ბალისტიკური რაკეტებისგან მომდინარე საფრთხეების განადგურებას ითვალისწინებს.

„როდესაც ჩვენ ვაკონტროლებთ თეირანის ცას, ჩვენ ვურტყამთ ამ სამიზნეებს, რეჟიმის სამიზნეებს, ირანის კრიმინალური რეჟიმისგან განსხვავებით, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს ესხმის თავს და ბავშვებისა და ქალების მოსაკლავად მოდის“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

მისი თქმით, ისრაელი, ირანისგან განსხვავებით, თეირანის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს.

„ჩვენ ვეუბნებით თეირანის მოქალაქეებს: ევაკუაცია მოახდინეთ და ჩვენ ვიმოქმედებთ“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია