ისრეალსა და ირანს შორის დაწყებული დაპირისპირებასა და ამ ომის დასრულების პერსპექტივებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის ანალიტიკოს, მირიან მირიანაშვილს ესაუბრა.
- ბატონო მირიან, 13 ივნისს ისრაელის მიერ დაწყებული ირანის დაბომბვები გრძელდება. ირანის საპასუხო საჰაერო დარტყმებით პასუხობს.
ორ ქვეყანას შორის სამხედრო დაპირისპირებას ისეთი მასშტაბები აქვს მიღებული, რომ როგორადაც არ უნდა დასრულდეს მათ შორის იგი, ფაქტია, მისი შედეგები აისახება არა მარტო რეგიონში არსებულ ვითარებეზე, არამედ ზოგადად მსოფლიო გლობალურ პოლიტიკაზეც.
მთელი მსოფლიო და ჩვენც ისრაელსა და ირანს შორის დაპირისპირებაზე ინფორმაციებს ონლაინ-რეჟიმში ვიღებთ, ამიტომ აჯობებს საუბარი მიმდინარე პროცესების ზოგადი შეფასებით დავიწყოთ.
თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რაც ახლა ისრაელსა და ირანს შორის ხდება?
- ისრაელსა და ირანს შორის ახლა სრულმასშტაბიანი ომი მიმდინარეობს. ირანში მე საკმაოდ დიდი ხანი ვიცხოვრე, ამიტომაც მაქვს ინფორმაცია იმაზე, ომის ფონზე რა ხდება ახლა ირანში.
ირანი და მთლიანად წინა აზია, ფაქტობრივად ჩართულია სამხედრო დაპირისპარებაში. ახლო აღმოსავლეთში აქამდე იყო ავანგარდული ბრძოლები, 13 ივნისიდან კი დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი.
ახლო აღმოსავლეთში აქამდე იყო ავანგარდული ბრძოლები, 13 ივნისიდან კი დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური პერეფორმატირების პროცესი
იმისათვის რომ გავიაზროთ რეგიონში თუ რა მასშტაბის ამბები ხდება, უნდა გავიხსენოთ თუ როგორი იყო ამ რეგიონის აქამდე პერეფორმატირების მცდელობები. ამგვარი პერეფორმატირების მცდელობები ნიშნავდა პოლიტიკური წესრიგის სრულად პერეფორმატირებას. ამგვარი რამ ამ რეგიონში დაახლოებით ნახევარ საუკუნეში ერთხელ ხდება.
ის, რაც ახლა ამ რეგიონში ხდება, იმ მასშტაბის პოლიტიკური პროცესია, რომლის გააზრება საქართველოში არ ხდება.ახლო აღმოსავლეტში მიმდინარე პროცესი აქტუალურია იმ თვალსაზრისით, რომ ასეთი მასშტაბის პერეფორმატირებები ანულებს წარსულს. აღარ აქვს მნიშვნელობა იმას, მანამდე რა იყო და შემდეგ რა იქნება.
აქტუალური აღარაა რეგიონში როგორი ალიანსები იყო, როგორი პოლიტიკური დისლოკაცია ჰქონდა დაპირისპირებულ ძალებს. ახლა აქტუალურია ამის შემდეგ რა იქნება.
რა იქნება რეგიონში შემდეგ, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა გეგმები აქვთ ახლო აღმოსავლეთთან დაკავშირებით სხვა ზესახელმწიფოებს, რომლებიც განსაზღვრავენ მსოფლიო პოლიტიკას. მსოფლიოს დიდი ქვეყნები დიდი ხანია ამ რეგიონს და სხვათა შორის კავკასიასაც უტრიალებენ, რადგან საქართველოც და სამხრეთ კავკასია გარკვეულ წილად ნაწილობრივ მაინც ახლო აღმოსაველთის ნაწილია.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმ გეგმების შეცნობა, თუ რა გეგმები აქვთ ზესახელმწიფოებს ახლო აღმოსავლეთის რეგიონის მიმართ.
რაც ისრაელსა და ირანს შორის 13 ივნისს დაიწყო, ცხადად დაგვანახა, რომ ჩინეთის და რუსეთის გავლენები ახლო აღმოსავეთის რეგიონზე განულდა. ირანთან რუსეთსა და ჩინეთს სამხედრო პოლიტიკური ალიანსები ჰქონდათ გაფორმებული, რეალურად კი აღმოჩნდა რომ ეს ალიანსები სრულიად უუნაროა. ვერც რუსეთმა და ვერც ჩინეთმა ვერ გაბედა ირანისთვის რაიმე ტიპის დახმარების აღმოჩენა.
რაც ისრაელსა და ირანს შორის 13 ივნისს დაიწყო, ცხადად დაგვანახა, რომ ჩინეთის და რუსეთის გავლენები ახლო აღმოსავეთის რეგიონზე განულდა. ირანთან რუსეთსა და ჩინეთს სამხედრო პოლიტიკური ალიანსები ჰქონდათ გაფორმებული, რეალურად კი აღმოჩნდა რომ ეს ალიანსები სრულიად უუნაროა. ვერც რუსეთმა და ვერც ჩინეთმა ვერ გაბედა ირანისთვის რაიმე ტიპის დახმარების აღმოეჩინა
ის პერიოდი, როცა რეგიონში გარკვეული გაუგებრობების პერიოდი იყო, რუსეთი და ჩინეთი ფიქრობდნენ ახლო აღმოსავლეთშის რეგიონში პოლიტიკური გავლენების ჩამოყალიბებას, რაც რეგიონისთვის სერიოზული არასტაბილურობის მიზეზი იყო, ეს პერიოდი დასრულდა.
- მიუხედავად იმისა, რომ სახმელეთო ოპერაციების დაწყების ალბათობა ორივე მხრიდან ნულის ტოლია, ვითარება არ ცხრება და შესაბამისად, ესკალაცია მატულობს და ორივე მხრიდან მსხვერპლთა რიცხვი იზრდება.
თქვენი აზრით, არის თუ არა ისრაელ-ირანი კონფლიქტის დეესკალაციის შანსი? რამდენად დიდია იმის ალბათობა რომ ამ კონფლიქტში ჩაერიოს აშშ, რუსეთი და ჩინეთი?
- ამ კონფლიქტში მონაწილეობს არა მხოლოდ ისრაელი და ირანი. ფაქტობრივად, მონაწილე მხარეა აშშ, რომელიც ლოჯისტიკურად, სადაზვერვო ინფორმაციებით და საინფორმაციო ომის წარმოების თვალსაზრისით უზრუნველყოფს ისრაელის მოქმედებას. ირანი კი, მისთვის სამწუხაროდ, მარტოა დარჩენილი. დარწმუნებული ვარ, რუსეთი ირანისთვის იმ მხარდაჭერასაც ვერ გაბედავს, რომლის მსგავსი ირანმა აღმოუჩინა უკრაინასთან ომში.
ფაქტობრიდავ, ირანმა რუსეთს საკმაოდ დიდი სამხედრო-პოლიტიკური დახმარება გაუწია უკრაინასთან ომში, სანაცვლოდ კი, ვერაფერს ვერ იღებს. ასეა იმიტომ, რომ ყველამ იცის ისრაელის უკან აშშ დგას, ამერიკასთან კონფლიქტი კი რუსეთისთვის ეგზისტენციური საფრთხეა.
ირანმა რუსეთს საკმაოდ დიდი სამხედრო-პოლიტიკური დახმარება გაუწია უკრაინასთან ომში, სანაცვლოდ კი, ვერაფერს ვერ იღებს. ასეა იმიტომ, რომ ყველამ იცის ისრაელის უკან აშშ დგას, ამერიკასთან კონფლიქტი კი რუსეთისთვის ეგზისტენციური საფრთხეა
ჩვენთვის შეუმჩნეველი ხდება ამ პროცესში სხვა სახელმწიფოების მონაწილეობა. ისრაელსა და ირანს სახმელეთო საზღვარი არ აქვთ, კონფლიქტი ვითარდება არა მარტო ისრაელსა და ირანს შორის, არამედ იორდანიის, სირიის, საუდის არაბეთისა და ირანის საჰაერო სივრცეებში. ისრაელის ავიაცია ამ ქვეყნების საჰაერო სივრცეებში თავისუფლად მოქმედებს და ეს ქვეყნების ისრაელს არანაირ წინააღმდეგობას არ უწევენ.
ასეა მიუხედავად იმისა, რომ საუდის არაბეთს საკმაოდ სერიოზული ავიაცია ჰყავს, მისი ავიაცია აღემატება კიდეც ისრაელის ავიაციას ბორტების რაოდენობით. პირიქით, ისინი აქტიურად მონაწილეობენ იმ რაკეტებისა და უპილოტო თვითმფრინავების ჩამოგდებაში, რომელიც ირანის მხრიდან უტევენ ისრაელს. ფაქტობრივად, ისრაელ-ირანის ომში ქვეყნების მონაწილეთა რაოდენობა მეტია, ვიდრე ზედაპირზე ჩანს.
- რას იტყოდით ამ ომში ჩინეთისა და თურქეთის პოზიციებზე?
ამ თემაზე პეკინის ოფიციალური განცხადება სტანდარტულად დიპლომატიური იყო. თუმცა, ჩინეთმაც და თურქეთმა დაგმეს ისრაელის ქმედება...
- ჩინეთი ძალინ სერიოზული დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა, რადგან ჩინეთი მოხმარებულ ენერგორესურსების 75%-ს ირანიდან იღებდა სპარსეთის ყურის გავლით. ეს ჩინეთისთვისაც სერიოზული პრობლემაა. ჩინეთი დილემის წინაშეა. მას არანაირი არ აქვს რესურსი სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით მხარდაჭერა გამოუცხადოს ირანს. არადა, ფაქტია, რომ თავის მხრივ ირანის წარმოებები მიბმული არიან ჩინეთის ეკონომიკას.
ჩინეთსა და ირანს შორის ბოლო პერიოდში გაფორმებულია ხელშეკრულება, რომელიც სამხედრო სფეროში თანამშრომლობასაც ითვალისწინებდა. ირანული პრესა წერს, რომ თეირანის მოწოდებები ჩინეთის მიმართ დახმარების შესახებ კია გაკეთებული, მაგრამ ჩინეთის მხრიდან მათ მხოლოდ წაყრუება მოჰყვა. ასე რომ ფაქტობრივად, საქმე გვაქვს ჩინეთის მხრიდან, ირანის, როგორც მოკავშირის მიმართ ღალატზე.
ფაქტობრივად, საქმე გვაქვს ჩინეთის მხრიდან, ირანის, როგორც მოკავშირის მიმართ ღალატზე
რაც შეეხება თურქეთს. თურქეთთან ერთად უნდა მოვიაზროთ აზერბაიჯანიც. საქმე ისაა, რომ აზერბაიჯანში ისრაელი წლებია აქტიურობდა. აზერბაიჯანი ისრაელის არაფორმალური მოკავშირე იყო. ისრაელს აზერბაიჯანის შეიარაღებაში ისრაელს სერიოზული როლი ჰქონდა შეტანილი.
ყარაბაღის ბოლო ომმა აჩვენა, რომ აზერბაიჯანს ისრაელის უპილოტო თვითმფრინავები ჰქონდა. ისრაელი აზერბაიჯანს ირანის წინააღმდეგ პლაცდარმად მოაიზრებდა. მაგრამ, ჯერჯერობით, არ დაფიქსირებულა ისრაელის მიერ აზერბაიჯანის საჰაერო სივრცის გამოყენება. ისრაელ-ირანის ომში აზერბაიჯანი არ მონაწილეობს.
თუმცა, ამბობენ, რომ ირანული დასახლების მაშხადის დაბომბვა მოხდა კასპიის ზღვიდან. არ გამორიცხავენ, რომ ამისთვის შესაძლოა, გამოყენებული ყოფილიყო აზერბაიჯანის საჰაერო სივრცე.
საუბარია იმაზე, რომ ამ ომის სერიოზული ბენეფიციარია თურქეთი. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ არ გვაწყობს ირანის დეზინტეგრაცია. ირანის დასავლეთ ნაწილში 30 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, აქედან 25 მილიონი აზერბაიჯანელია. ანკარა კარგა ხანია საუბრობს ამ ტერიტორიებზე მცხოვრები ხალხის თურქეთთან გაერთიანებაზე.
მოვლენათა ასეთი განვითარება ჩვენ არანაირად არ გვაწყობს. როგორც ჩანს, ეს არც ანგლო-საქსებს აწყობთ. ირანის დეზინტეგრაციის გეგმები ჩვენთვის სათუოა.
- რადგან ყველაფერი, როგორც ბევრი ამბობს მაინც ანგლო-საქსებსა და აშშ-ს ბრალდება უნდა გკითხოთ.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისრაელმა ირანის ბირთვული ობიექტების დიდი ნაწილი კი გაანადგურა, ასევე მეცნიერები, რომლებიც ურანის გამდიდრებაზე მუშაობდნენ, მაგრამ, როგორც ამბობენ, გაუნადგურებელი რჩება ბირთვული ლაბოლატორიები, რომლებიც მიწის სიღმეშია განლაგებული.
ამბობენ, ამ ლაბორატორიების ასაფეთქებელი სიძლიერის ბომბები ისრაელს არ აქვს, აშშ კი თავს იკავეს ისინი მათ მიაწოდოს. თუ ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწყებული ოპერაციის მიზანი ირანის ბირთვული პოტენციალის განადგურება იყო, გაუგებარია რატომ არ აწვდის აშშ ამ ტიპის ბომბებს ისრაელს.
პუტინთან მოლაპარაკებების ფონზე, ბევრი დამკვირვებელის მტკიცებით ტრამპს ისრაელსა და ირანს შორის მოლაპარაკებებში პუტინის შემოყვანა სურს. არადა, აქამდე უკრაინაში ჩადენილი დანაშაულების გამო საერთაშორისო პოლიტიკაში პუტინი აქტიურად ვერ მონაწილეობდა.
თქვენი აზრით, მისცემს თუ არა ტრამპი ისრაელს საჭირო ბომბებს?
რამდენად საფუძვლიანად გამოიყურება მტკიცება, რომ ტრამპს ისრაელ-ირანის მოლაპარაკებებში რუსეთისა და პუტინის ჩართვა სურს?
- საუბრები იმაზე, რომ თითქოს აშშ ისრაელს ამ ტიპის ბომბებს არ აძლევს, პროპაგანის ნაწილია.
ირანის ატომური ცენტრი მიწაში 50 მეტრის სიღმეშია განლაგებული, კლოდოვან ადგილებში. ის რომ ეს ცენტრი დაზიანებულია, ფაქტია. ღრმა ჩაწვდენადობის ბომბები ისრაელს ჰქონდა. ისინი მისი იყო თუ აშშ-ს, არ ვიცი. მაგრამ, ისინი ისრაელს რისთვისაც სჭირდებოდა უკვე გამოყენებულია და ის ობიექტები უკვე დაზიანებულია.
რეაქტორი, რომელიც ურანის გამდიდრებაზე მუშაობს, არ არის საშიში და არც ისეთი მასშტაბის არის რომ ამიერკავკასიას რადიაქტიული დაბინძურების საფრთხე შეგვიქმნას.
რადიაქტიულ დაბინძურებას ირანში ადგილი არ ჰქონია. თუ გავრცელებული სურათებით ვიმსჯელებთ, ლაბორატორიები რომელიც მიწის სიღმეშია განლაგებული, განადგურებულია
დაბინძურების შესაძლებლობა აქვს ატომურ სადგურ ბუშერს, რომელიც სამხრეთ ირანშია განლაგებული. ეს არის რუსების მიერ აშენებული ატობური სადგური, რომელშიც ჩერნობილში რომ რეაქტორები ეყენათ, ისეთი აყენია.
როგორც ვიცი, ტრამპის მოთხოვნა იყო ისრაელისადმი, რომ ბუშერის ატომურ სადგურს ისრაელის ავიაცი არ მიჰკარებოდა.
შესაბამისად, რადიაქტიულ დაბინძურებას ირანში ადგილი არ ჰქონია. თუ გავრცელებული სურათებით ვიმსჯელებთ, ლაბორატორიები რომელიც მიწის სიღმეშია განლაგებული, განადგურებულია.
- რას შეეხება კითხვის მეორე ნაწილს, რომელიც ისრაელ-ირანის მოლაპარაკებებში პუტინის ჩართავს ეხება, ამაზე რას იტყოდით?
- დიპლომატიურ ფრონტზე არაბული პრესა ახმოვანებს მოვლენათა ასეთ განვითარებას - ირანის ხელმძღვანელობამ დაურეკა პუტინს როგორც შუამავალს ტრამპთან. როგორც არაბული პრესა ამბობს, ტრამპს ისრაელ-ირანის კონფლიქტში ჩარევაზე უარი უთქვამს მანამდე, სანამ ისრაელი თავის სამხედრო-პოლიტიკურ მიზნებს არ მიაღწევს. ეს რუსულ და ინგლისურენოვან პრესაში სხვანაირად გაჟღერდა, მაგრამ, არაბულ პრესაში ამაზეა საუბარი.
აშშ-ირანის მოლაპარაკებებში ბირთვულ თემებზე აშშ-ს მხრიდან ირანისადმი რუბიოს გუნდის ერთ-ერთი მოთხოვა იყო, თეირანი გამიჯვნოდა რუსეთის საგარეო კურსსა და რუსულ-ჩინურ ურთიერთობებს
ტრამპის ამ განცხადებაზე ისრაელის მხრიდან არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია, რადგან ისრაელი ბევრ წილად, თუ სრულად არა აშშ-ზე დამოკიდებული. თუ ახლო აღმოსავლეთში ირანის ისე განვითარდა, როგორც ახლა მიმდინარეობს, რუსეთის გავლენა ახლო აღმოსავლეთზე, მათ შორის სამხრეთ კავკასიაზე ნულამდე დაიწევს.
მე რამდენადაც ვიცი, აშშ-ირანის მოლაპარაკებებში ბირთვულ თემებზე აშშ-ს მხრიდან ირანისადმი რუბიოს გუნდის ერთ-ერთი მოთხოვა იყო, თეირანი გამიჯვნოდა რუსეთის საგარეო კურსსა და რუსულ-ჩინურ ურთიერთობებს.
- რამდენიმე წელია 3 + 3-ის ფორმატში გვეპატიჯება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი.
თავიდან ითქვა, თითქოს ამ ფორმატის იდეა ანკარასა და პრეზიდენტ ერდოღანს ეკუთნოდა. ამ თემაზე ირანი ძირითადად დუმდა, მაგრამ, ამავე ფორმატში გამართულ რამდენიმე შეხვედრაზე აქტიურობდა რუსეთი და მინისტრი ლავროვი. იგი ხშირად გვახსენებდა, რომ 3 + 3-ის ფორმატში „საქართველოს სკამი თავისუფალია“ და ელოდებოდნენ ქართველი კოლეგის ამ ფორმატში მონაწილეობას.
ისრაელსა და ირანს შორის ომი როგორადაც არ უნდა დასრულდეს, ისეთი პირი უჩანს, 3 + 3-ის ფორმატში რუსეთის მხრიდან საქართველოს მონაწილეობის საკითხი აღარ დადგება.
ვითარებაში, როცა ამბობენ, რომ ირანი 15-20 წელია ვერ აღადგენს ისრაელის მიერ დაზიანებულ სამხედრო ინფრასტრუქტურას, მათ შორის ბირთვული პროგრამას, კიდევ დააყენებს რუსეთი 3 +3-ის ფორმატში საქართველოს მონაწილოების საკითხს?
- 3 + 3-ის დიპლომატიური პლატფორმა, რომლის მიზანი იყო ამ გაერთიანების სამხედრო ალიანსად გადაკეთება, ასეთი გეგმები ჰქონდა რუსეთს, მკვდარია. 3 +3-ის ფორმატის გაცოცხლების არანაირი საფუძველი არ არსებობს.
3 + 3-ის დიპლომატიური პლატფორმა, რომლის მიზანი იყო ამ გაერთიანების სამხედრო ალიანსად გადაკეთება, ასეთი გეგმები ჰქონდა რუსეთს, მკვდარია. 3 +3-ის ფორმატის გაცოცხლების არანაირი საფუძველი არ არსებობს
თუ ირანს სურს ესკალაციის შემდეგი მსხვერპლი არ გახდეს რუსულ-ჩინურ ორბიტას უნდა დაშორდეს. ირანის თავზე უბედურებები არა მარტო იმის გამო დატრიალდა, რომ იგი ბირთვულ პროექტს ახორციელებდა ანტიამარიკულ პოზიციებზე იყო, ანტიამერიკულ პოზიციებზე ირანი 40 წელია დგას, ატომურ პროექტს ის ასე, თუ ისე, აქამდეც დაახლოებით 30 წელი უძღვებოდა, ეს ყველაფრი ირანისთვის ეგზისტენციური საფრთხე არ იყო, მისთვის საფრთხე მაშინ გაიზარდა, როცა თეირანი რუსულ-ჩინურ ორბიტაზე გადავიდა.
თუ ირანი ჩამოშორდა რუსულ-ჩინურ ორბიტას, ამის ყველა ნიშანი უკვე ჩანს, მაშინ, ყველა პროქტი, რომელიც რუსეთსა და ჩინეთს უკავშირდებოდა, აღარ იარსებებს. იყო სირია, ახლაა ირანი, ვინ იქნება შემდეგი? ახლა მნიშვნელოვანია ეს საკითხი. ჩვენ უნდა გვახსოვდეს რომ საქართველო წინა აზიის ნაწილშია, ანუ იმ რეგიონშია, რომლის პერეფორმატირება ახლა ხდება.
თუ ირანი ჩამოშორდა რუსულ-ჩინურ ორბიტას, ამის ყველა ნიშანი უკვე ჩანს, მაშინ, ყველა პროქტი, რომელიც რუსეთსა და ჩინეთს უკავშირდებოდა, აღარ იარსებებს
პოსტსაბჭოთა სივრცე მოსკოვიდან დანახული ხედვაა, ჩვენ, პრაქტიკულად ამ სივრცის ნაწილი ვართ. იმის გამო, რომ სამხრეთ კავკასიიდან რუსეთის გასვლა აჩენს დიდ ვაკუუმს, ახლა მნიშვნელოვანია ამ ვაკუუმს ვინ შეავსებს. ის სამხედრო-პოლიტიკური პრესი, რომელიც პარალიზებას უკეთებდა საქართველოს პოლიტიკურ ნებას, წარსულს ბარდება. გააზრება იმისა, რომ აქ მხოლოდ ამერიკელების პოლიტიკური ნება იქნება დომინაციური, ძალიან მნიშვნელოვანია.
იმის გამო, რომ სამხრეთ კავკასიიდან რუსეთის გასვლა აჩენს დიდ ვაკუუმს, ახლა მნიშვნელოვანია ამ ვაკუუმს ვინ შეავსებს
ნურავინ იფიქრებს რომ ისრაელსა და ირანს შორის რაკეტების ერთმანეთის წინააღმდეგ სროლა არის ჩვეულებრივი საავიაციო დუელი. დღევანდელი მდგომარეობით დაზიანებულია ირანის სამხედრო პოტენციალის თითქმის 70%. ირანს აღარ ჰყავს აღარც საჰაერო დაცვა, სარაკეტო პოტენციალის 50-60% განადგურებულია. სამხედრო-პოლიტიკური ელიტის ყველაზე აგრესიული ნაწილიც განადგურებულია.
სახეზე გვაქს ძალიან ხანმოკლე პერიოდში ძალიან სერიოზული შედეგი. ირანს სრულმასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტის წარმოებისთვის ერთი კვირა დარჩა. ამის შემდეგ ირანი ძალიან დრამატულ ფაზაში შევა და იმედი მაქვს ირანი დათანხმდება იმ პირობებს და მიუჯდება დიპლომატიურ მაგიდას. ვხედავთ, რომ ამისთვის შუამავლები სერიოზულად არიან დაფაცურებული.
ირანს სრულმასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტის წარმოებისთვის ერთი კვირა დარჩა
სამწუხაროდ, ჩვენთან ყურადღებას არ აქცევენ ირანის წინააღმდეგ მოვლენების განვითარების სხვა ასპექტებს. სპარსეთი ყურის გადაკეტვის მატერიალური რესურსი ირანს არ აქვს. ბანდერ- აბასში მე კარგა ხანი ვცხოვრობდი და ვიცი იქაური ამბები. ეს ქალაქი სპარსეთის ყურის შესასვლელშია, ორმუზის ყურის გადაღმაა, ეს ქალქი თბილისთან ერთად მეორე მილიონიანი ქალაქია, რომელიც ქართველების მიერაა დაარსებული.
ირანის ბოლო შაჰიდან მოყოლებული ირანს დაკავებული აქვს ტერიტორიები, რომელზეც სხვადასვა ტომები ცხოვრობდნენ, მაგრამ ისინი ემირატებს ეკუთნოდა. სხვათა შორის ემირატები ამ კუნძულების დაკავებისთვის ემზადებიან თუ ირანის დასუსტება კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა.
ირანს სერიოზული პრობლემები ემუქრება, მისი შემდგომი დასუსტება არც ქართველების ინტერესშია და მე იმედი მაქვს არც ამერიკის. იმედი მაქვს, რომ ახალ პირობებსა და ახალ რეჟიმში საზავო მოლაპარაკებები ერთ-ორკვირიან მონაკვეთში კონფლიქტს ისრაელსა და ირანს შორის წერტილი დაესმება.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"