ვოლოდიმირ ზელენსკი - ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრისას განვიხილავ, თავდაცვის პაკეტია, რომლის შესაძენადაც უკრაინა მზადაა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, „დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე იარაღის შესყიდვის საკითხს განიხილავს.

„დღეს ამერიკასთან ახალი დახმარების შესახებ არ ვსაუბრობთ. ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრის დროს განვიხილავ, არის თავდაცვის პაკეტი, რომლის შესაძენადაც უკრაინა მზადაა“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვენაში, ავსტრიის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ვან დერ ბელენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, ევროპასა და აშშ-ს შორის კავშირის შენარჩუნების მიზნით უკრაინამ და ევროპელებმა მუშაობა უნდა გააგრძელონ.

„ამით ყველანი დაინტერესებულები ვართ. ვფიქრობ, ასეთ შემთხვევაში კონტინენტი მეტ-ნაკლებად უსაფრთხო იქნება“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, კანადა ალბერტას შტატის ქალაქ კანანასკისში „დიდი შვიდეულის“ სამიტს მასპინძლობს. სამიტის დღის წესრიგის მთავარი თემები ისრაელ-ირანის კონფლიქტის ესკალაცია, რუსეთ-უკრაინის ომი და სხვა საკითხებია. კანადაში მიწვეულია უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც, რომელიც სამიტის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს გამართავს, მათ შორის დაგეგმილია შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო