ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელის მიერ აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციას არ გამორიცხავს

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციას არ გამორიცხავს.

„ეს კონფლიქტის ესკალაციას არ გამოიწვევს, პირიქით, ეს კონფლიქტს დაასრულებს. ეს რეჟიმი ნახევარი საუკუნეა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტს, ტერორიზმსა და დივერსიას ავრცელებს. ირანს „მარადიული ომი“ სურს და ისინი ბირთვული ომის ზღვარზე გვაყენებენ. სინამდვილეში, ისრაელი ამის თავიდან ასაცილებლად ყველაფერს აკეთებს და ჩვენ ამის გაკეთება მხოლოდ ბოროტების ძალებთან დაპირისპირებით შეგვიძლია. დეტალებში არ შევალ, მაგრამ ჩვენ მიზანში მათი ბირთვული მეცნიერები ამოვიღეთ. ფაქტობრივად, ეს ჰიტლერის ბირთვული მეცნიერების გუნდია“, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ABC News-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, ისრაელის მხარდაჭერა აშშ-ის ინტერესებში შედის.

„დღეს თელ-ავივია. ხვალ ნიუ-იორკი იქნება. მისმინეთ, მესმის „ამერიკა პირველ რიგში“, მაგრამ არ მესმის „მკვდარი ამერიკა“. ეს არის ის, რაც ამ ხალხს სურს. ისინი სკანდირებენ „სიკვდილი ამერიკას“. ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც კაცობრიობას ემსახურება და ეს სიკეთის მიერ ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლაა. ამერიკა სიკეთის მხარეს დგას. დონალდ ტრამპი სწორედ ამას აკეთებს და მის მხარდაჭერას ღრმად ვაფასებ. ჩვენ მხოლოდ ჩვენს მტერს არ ვებრძვით. ჩვენ თქვენს მტერსაც ვებრძვით. ჩვენ უბრალოდ მათ გზაზე ვართ და ამან შეიძლება მალე ამერიკამდეც მიაღწიოს“, - აღნიშნა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია