კახა კახიშვილი ჩორჩანას საგუშაგოს ჩადგმაზე - ვერ დავადასტურებ სატელეფონო ფორმატით იყო თუ არა პრემიერ-მინისტრისთვის ცნობილი, ოფიციალურ ფორმატში ინფორმაცია არ ყოფილა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსის, კახა კახიშვილის განცხადებით, ჩორჩანას საგუშაგოს აღმართვის საკითხზე მთავრობის ადმინისტრაცია ოფიციალურად ინფორმირებული არ ყოფილა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა, კახა კახიშვილმა, პროკურატურში გამოკითხვის დეტალებზე ისაუბრა.

როგორც კახიშვილმა განმარტა, აღნიშნულ თემაზე ოფიციალური არხებით ინფორმაცია არ მიუღია.

“როგორც ცნობილია, საქართველოს პროკურატურაში დაბარებული ვიყავი დაკითხვაზე ჩორჩანას საგუშაგოს აღმართვასთან დაკავშირებით. იმ პერიოდში ვიყავი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი. გამოძიებას აინტერესებდა იყო თუ არა მთავრობის ადმინისტრაცია ინფორმირებული ამ მოსალოდნელ საფრთხეებზე ან გადაწყვეტილების მიღებასთან. მე ვუპასუხე ის როგორც იყო - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალურად არ ყოფილა [ინფორმირებული] მეტიც, არცერთ სამუშაო თათბირზე, რომელიც ჩემი მონაწილეობით მიმდინარეობდა, ეს საკითხი არ განხილულა”,- განაცხადა კახიშვილმა.

კითხვაზე, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ როდის შეიტყო აღნიშნულის შესახებ, კახიშვილმა განაცხადა, რომ მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ინფორმირებულობასთან დაკავშირებით, არცერთი უწყებიდან ადმინისტრაციაში კორესპონდენცია არ შესულა.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ჩორჩანას საკითხი 29 აგვისტოს გახმაურდა, ხოლო ბახტაძემ 2 სექტემბერს გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა:

“ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური კორესპონდენცია პრემიერ-მინისტრის ინფორმირებულობის მიზნით, ინფორმაცია საქართველოს ადმინისტრაციაში არცერთი უწყებიდან არ შემოსულა. ვერ დავადასტურებ სატელეფონო ფორმატით იყო თუ არა პრემიერ-მინისტრისთვის ცნობილი, მაგრამ ოფიციალურ ფორმატში ინფორმაცია არ ყოფილა.

თუ ნახავთ არქივებს, ეს საკითხი 29-ში [აგვისტო] გახმაურდა, ხოლო 2-ში [სექტემბერი], ფაქტობრივად 3 დღეში, მამუკა ბახტაძე გადადგა. ბახტაძემ გადადგომის შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა. თუმცა გადადგომამდე 1 კვირის წინ, უმაღლესმა თანამდებობის პირებმა ვიცოდით, რომ პრემიერი გადადგომას აპირებდა, შესაბამისად, პრემიერი აქტიურობით არ გამოირჩეოდა. მეტიც, რადგან ბახტაძე თვლიდა, რომ უნდა გადამდგარიყო, აგვისტოს მეორე ნახევარში მთავრობის სხდომებიც არ ჩატარებულა. 29-ში რომ გახდა ცნობილი და 2-ში თანამდებობას ტოვებს, რა რეაგირება უნდა მოეხდინა მას?!”,- განაცხადა კახიშვილმა.

რაც შეეხება თავად მას, კახიშვილი აცხადებს, რომ ჩორჩანას საგუშაგოს შესახებ ინფორმაცია მხოლოდ მედიის საშუალებით გაიგო.

“მე ამის შესახებ ინფორმაცია მედიის საშუალებით შევიტყვე, სხვა ფორმატით ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მიმიღია”,- განაცხადა კახიშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია