დონალდ ტრამპი - მსურს, ირანთან ბირთვულ პრობლემას რეალური დასასრული ჰქონდეს - ირანმა ბირთვულ იარაღზე უარი უნდა თქვას

მსურს, ირანთან ბირთვულ პრობლემას რეალური დასასრული ჰქონდეს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კანადის დატოვების შემდეგ საპრეზიდენტო თვითმფრინავში ჟურნალისტებს განუცხადა.

„არ მითქვამს, რომ ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის მოლოდინი მქონდა. რეალური დასასრულის მიღწევა მსურს და ირანმა ბირთვულ იარაღზე უარი უნდა თქვას“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, ისრაელი ირანის წინააღმდეგ საჰაერო იერიშების ტემპს არ შეანელებს.

„მომდევნო ორი დღის განმავლობაში გაიგებთ. თქვენ ამის შესახებ გაიგებთ. ჯერჯერობით არავინ შენელებულა“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

კითხვაზე, რას ფიქრობს აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის, ტულსი გაბარდის მიერ გაკეთებულ განაცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, ირანი ბირთვულ იარაღზე არ მუშაობს, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ ირანი „ბირთვულ იარაღთან ძალიან ახლოს არის“.

„არ მაინტერესებს, რა თქვა მან, ისინი ბირთვული იარაღის ფლობასთან ძალიან ახლოს არიან“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს