დონალდ ტრამპი - „სამშვიდობო მოლაპარაკებების“ მიზნით ირანისთვის არ მიმიმართავს - თუ მათ საუბარი სურთ, იციან, როგორ დამიკავშირდნენ, მათ ის შეთანხმება, რომელიც მაგიდაზე იყო, უნდა მიეღოთ

„სამშვიდობო მოლაპარაკებების“ მიზნით ირანისთვის არ მიმიმართავს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს.

„მე, „სამშვიდობო მოლაპარაკებების“ მიზნით ირანისთვის არანაირი ფორმით არ მიმიმართავს. ეს კიდევ ერთი მაღალი დონის გამოგონილი ყალბი ამბავია. თუ მათ საუბარი სურთ, იციან, როგორ დამიკავშირდნენ. მათ ის შეთანხმება, რომელიც მაგიდაზე იყო უნდა მიეღოთ - ეს ბევრ სიცოცხლეს გადაარჩენდა!“ - წერს დონალდ ტრამპი.

ამასთან, დონალდ ტრამპმა კანადიდან აშშ-ში დაბრუნების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ცეცხლის შეწყვეტაზე უკეთესის მოლოდინი აქვს“.

„ახლა ყველაფერი კარგად მიდის. გახსოვდეთ, არ შეიძლება ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს. ჩვენ ცეცხლის შეწყვეტაზე რაღაც უკეთესის მიღწევის მოლოდინი გვაქვს“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის