საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი შვილების განათლების ხელმისაწვდომობას ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებით შეუწყობენ ხელს, მათ შორის, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, უნივერსიტეტთან შეთანხმებით, იზრუნებს ვეტერანებისა და მათი შვილების სწავლის წლიური საფასური არაუმეტეს 50%-ის ოდენობით დააფინანსოს.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, აღნიშნულის შესახებ თანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა თამარ წერეთელმა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ მოაწერეს ხელი.

როგორც ვიცე-რექტორმა აღნიშნა, თანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს კომპეტენციის ფარგლებში მხარეთა პარტნიორობას იმ მიზნით, რომ ერთობლივად დაიგეგმოს და განხორციელდეს ისეთი აქტივობები, რაც ხელს შეუწყობს განათლების ხელმისაწვდომობას იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები ან მათი ოჯახის წევრები არიან.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სახელით, ნდობისა და თანამშრომლობისთვის მადლობას ვუხდით ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, პირადად, გენერალ-მაიორ კობა კობალაძეს. მოხარული ვართ, რომ მხარეებს შორის შეთანხმება თანამშრომლობის მემორანდუმით გავამყარეთ. დოკუმენტი ითვალისწინებს იმ სტუდენტების განსაკუთრებულ მხარდაჭერას, რომლებიც ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები ან მათი შვილები არიან. მემორანდუმით გვსურს განსაკუთრებული პატივისცემა გამოვხატოთ იმ პირებისა და მათი ოჯახების მიმართ, რომელთაც თავიანთი თავდადებით უდიდესი წვლილი მიუძღვით ქვეყნის წინაშე. ამ შეთანხმებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის წილ სოციალურ პასუხისმგებლობას და მხარდაჭერას იმ ახალგაზრდების მიმართ, რომელთა მშობლებმა ღირსეულად დაიცვეს სამშობლო. გისურვებთ წარმატებებს და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი პარტნიორობა სამომავლოდ კიდევ უფრო გამყარდება“, - განაცხადა თამარ წერეთელმა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს