გიორგი ვაშაძე - თეა წულუკიანს ვითომ იურისტად მოაქვს თავი და კანონგარეშედ, არალეგიტიმურად იქცევა - ჩვენ ვიხილავთ არა მხოლოდ ბრალის ფორმალურ ნაწილს, არამედ შინაარსს, რატომ ვარ აქ და რატომ იყენებენ პროკურატურას პოლიტიკური მართლმსაჯულებისთვის

თეა წულუკიანს ვითომ იურისტად მოაქვს თავი და არალეგიტიმურად, კანონგარეშედ იქცევა, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ დღევანდელ პროცესზე განაცხადა.

მისი განმარტებით, თუ თეა წულუკიანი მას პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავება, სჯობდა კითხვები თავად წულუკიანს დაესვა.

„სწორედ აქედან გამომდინარეობს თავიდან ბოლომდე ამ საქმის შინაარსი. თუ მას ჩემთან აქვს კითხვები, უნდა მოსულიყო აქ და ეს საკითხი დაესვა. ის თავს არიდებს აქ მოსვლას. სამწუხაროდ თქვენც, ქალბატონი ნინო [მოსამართლე] ხელი შეუწყვეთ იმას, რომ თეა წულუკიანი აქ არ მოსულიყო იმიტომ, რომ ის მედავება მე. მისი წერილის საფუძველზეა საქმე აღძრული. როგორ შეიძლება რომ აქ არ მოსულიყო? ზუსტად ამას ვამბობ, რომ მას არ აქვს საზოგადოებისთვის გასაცემი პასუხები“,- განაცხადა ვაშაძემ.

მისი შეფასებით, საქმესთან დაკავშირებით მისი დაბარება პოლიტიკურად მოტივირებულია.

„ეს არ არის მხოლოდ ფორმალობასთან დაკავშირებული საქმე. ეს არის ზუსტად ის შინაარსი, რითაც მინდა დავასაბუთო, რომ განზრახვა ამ დაჯგუფების, რომელიც საკუთარ თავს „საგამოძიებო კომისიას“ ეძახის, პოლიტიკური იყო. არაფერი შემხებლობა ამას სამართალთან და კანონთან არ ჰქონდა. თუ რამე კითხვები შეიძლება ჰქონოდათ მათ, აქაც შეეძლოთ ამ კითხვებზე პასუხი მოესმინათ. მე ვუთხარი, მობრძანდით რუსთაველზე - მეთქი, იქაც შეგვეძლო გვესაუბრა იმიტომ, რომ ჩემი ე.წ. დაბარების საკითხი ჩემს საქმიანობას ეხებოდა. ამიტომ, ჩვენ არ ვიხილავთ მხოლოდ ბრალის ფორმალურ ნაწილს, ჩვენ ვიხილავთ ზოგადად, მთლიანად შინაარს, თუ რატომ ხდება ეს ყველაფერი, რატომ ვარ მე აქ სასამართლოში. რატომ იყენებენ პროკურატურას პოლიტიკური მართლმსაჯულებისთვის“,-განაცხადა ვაშაძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია