გიორგი ვაშაძის საქმის პროკურორი - ჩვენ გამამტყუნებელ განაჩენს მოვითხოვთ, რა იქნება სასამართლოსთვის ეს სასჯელი, მკაცრი, თუ ნაკლებად მკაცრი, ეს სასამართლომ გადაწყვიტოს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის საქმის პროკურორის, მარი მეშველიანის განცხადებით, სახელმწიფო ბრალდებას ვაშაძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი აქვს.

როგორც მეშველიანი აღნიშნავს, ისინი სასჯელის სახეობის განსაზღვრას სასამართლოს მიანდობენ.

„ბრალდების მხარეს გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი აქვს, ვინაიდან საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება ბრალდებულისთვის ბრალად შერაცხული ქმედება.

ჩვენ გამამტყუნებელ განაჩენს მოვითხოვთ, თუ რა იქნება სასამართლოსთვის ეს სასჯელი, მკაცრი, თუ ნაკლებად მკაცრი, ეს სასამართლომ გადაწყვიტოს",- განაცხადა მეშველიანმა.

ის ასევე განმარტავს, თუ რა შეიძლება მოხდეს იმ პირებთან მიმართებით, რომლებიც პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ხელმეორედ დაიბარა ახნა-განმარტების მისაცემად.

„იმ შემთხვევაში თუ შემოვა ჩვენთან კონკრეტული მასალები კონკრეტული პირის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით, აღნიშნული შეფასდება, თუ გამოძიება დაიწყება, მოპოვებული იქნება შესაბამისი მტკიცებულებები. რაც შეეხება აღკვეთ ღონისძიებად რა იქნება ჩვენი მხრიდან მოთხოვნილი, ასე წინასწარ ვერ გეტყვით, ყველა გარემოება შეფასდება.

როდესაც ბრალდებული პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება, ამ შემთხვევაში, ნიკა გვარამიაზე მაქვს საუბარი, აღკვეთის ღონისძიების შეფარდება საერთოდ არ ხდება და წინასასამართლო სხდომა განისაზღვრება. რაც შეეხება მამუკა ხაზარაძეს, ამ საქმეზე მას გირაოს პირობები არ დაურღვევია, გადახდილი აქვს შესაბამისი გირაო, თუ მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყება, შემდეგ უკვე კონკრეტულ საქმეში გადაწყდება მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხი. ამ შემთხვევაში თუ დადგინდება, რომ გირაოს პირობების ქვეშ მყოფმა ადამიანმა ჩაიდინა დანაშაული, ეს გირაოს პირობების დარღვევად ჩაითვლება. გირაოს პირობების დარღვევაა, როდესაც ადამიანი ახალ, განზრახ დანაშაულს ჩაიდენს გირაოს პირობების ქვეშ ჩაიდენს.

არ მისვლა უნდა შეფასდეს, არ მისვლას შეიძლება ჰქონდეს თავისი მიზეზები, წინასწარ როგორ გიპასუხებთ. უნდა შეფასდეს მიზეზი არის თუ არა ობიექტური, არის თუ არა დანაშაული, თუ კონკრეტული მტკიცებულებები დაადასტურებს კონკრეტული პირის მიერ დანაშაულის ჩადენას, რა თქმა უნდა, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყება",- განაცხადა მეშველიანმა.

გიორგი ვაშაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

გიორგი ვაშაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის