დონალდ ტრამპი ხამენეის განცხადებაზე, რომ „არასდროს დანებდება“ - წარმატებები - ნეთანიაჰუს ვუთხარი: განაგრძეთ

„წარმატებები“ - ასე უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, როდესაც ჰკითხეს ირანის უზენაესი ლიდერის მიმართვაზე, სადაც ხამენეი ამბობს, რომ მისი ქვეყანა „არასდროს დანებდება“ ისრაელთან კონფლიქტში.

„წარმატებები“, - განაცხადა ტრამპმა.

კითხვაზე, თუ როდის ამოიწურება მისი მოთმინება ირანის მიმართ, ტრამპმა უპასუხა: „ის უკვე ამოიწურა - სწორედ ამიტომ ვაკეთებთ იმას, რასაც ვაკეთებთ“.

ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ყოველდღიურად ესაუბრებოდა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და შეაქო თავისი კოლეგა.

ტრამპს ასევე ჰკითხეს, რეგიონული დაძაბულობის ფონზე ისრაელის ლიდერისთვის გზავნილის შესახებ, რაზეც ტრამპა განაცხადა: „მე ვუთხარი: განაგრძეთ“.

„მე მას [ნეთანიაჰუს] ყოველდღე ვესაუბრები“, - განაცხადა ტრამპმა და დასძინა: „ის კარგი ადამიანია, ბევრს აკეთებს“.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს