მედია - ანტვერპენში, ავტობუსში 76 წლის მამაკაცი დანით მოკლეს, კიდევ ერთი პირი კი დაჭრეს - ეჭვმიტანილი ამბობს, რომ საქართველოდან დევნილია

ბელგიის ქალაქ ანტვერპენში 76 წლის მამაკაცი დანით მოკლეს, დაკავებული ამბობს, რომ საქართველოდან დევნილია. ამის შესახებ ინფორმაციას Gazet van Antwerpen-ი ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, 38 წლის მამაკაცმა სახელად სიმონი, ანტვერპერნის ლინკერუვერის უბნის ავტობუსში დანით 76 წლის მამაკაცი მოკლა და კიდევ ერთი მუხლში დაჭრა.

დაკავებულმა პოლიციასთან საუბრის დროს განაცხადა, რომ ის ნიდერლანდებში როგორც საქართველოდან დევნილი იმყოფება. დაკითხვის დროს მას ქართველი თარჯიმანი ახლდა თან.

აღინიშნება, რომ ინციდენტის შემდეგ ანტვერპენის პოლიციის სწრაფი რეაგირების გუნდმა მალევე მოახერხა ეჭვმიტანილის დაკავება. ქალაქის პროკურორის ოფისის განცხადებით, პოლიციას დღის დასაწყისშიც დაუკავშირდნენ ალკოჰოლური სასმელების მაღაზიიდან ქურდობის თაობაზე, რომელიც, წინასწარი ცნობებით, დაკავებულმა ჩაიდინა, თუმცა მაშინ მისი დაკავება ვერ მოხერხდა.

დაკავებულის ადვოკატის თქმით, მისი კლიენტი გამოძიებასთან თანამშრომლობს. ანტვერპენის პროკურორის ოფისის განცხადებით, დაკავებული საავადმყოფოში სამედიცინო გამოკვლევისა და ფსიქიატრიული ანალიზისთვის გადაიყვანეს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის