„საქსტატი“ - პირველ კვარტალში მშპ-ს მოცულობა მიმდინარე ფასებში 21 798.2 მლნ ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მშპ-ს ზრდამ 9.8% შეადგინა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის I კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 21 798.2 მლნ. ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.8 პროცენტი შეადგინა.

როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2025 წლის I კვარტალში 3.4 პროცენტით განისაზღვრა.

„2025 წლის პირველ კვარტალში, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია (28.6 პროცენტი), განათლება (27.7 პროცენტი), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (12.9 პროცენტი), საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (6.1 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (11.0 პროცენტი), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (17.9 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (9.5 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (8.7 პროცენტი). კლება აღინიშნა შემდეგ დარგებში: სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (-4.6 პროცენტი), ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (-5.1 პროცენტი). მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (13.1 პროცენტი) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (10.6 პროცენტი). შემდეგ პოზიციებს იკავებს ინფორმაცია და კომუნიკაცია (9.5 პროცენტი), დამამუშავებელი მრეწველობა (8.3 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (7.5 პროცენტი), განათლება (7.2 პროცენტი), მშენებლობა (6.9 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (5.7 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (5.4 პროცენტი)“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს