ნიკა მელიას მოსამართლისთვის წყლის შესხმის ფაქტზე ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ

“კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერს, ნიკა მელიას სასამართლო სხდომაზე მოსამართლე ირაკლი შვანგირაძისთვის წყლის შესხმის ფაქტზე ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ.

როგორც მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა “ინტერპრესნიუსთან” საუბარში განმარტა, მას კომუნიკაცია ჰქონდა გამომძიებელთან, რომელმაც არ დაუკონკრეტა, რატომ აპირებენ ამ საქმესთან დაკავშირებით საპატიმრო დაწესებულებაში მელიასთან შესვლას, თუმცა უფლებადამცველი ვარაუდობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს სწორედ 20 ივნისს წაუყენებენ ბრალს.

“გამომძიებელთან მქონდა კომუნიკაცია და დღეს, 13:00 საათზე ნიკასთან აპირებენ შესვლას ამ კონკრეტულ საქმეზე. ჯერ არ დაუკონკრეტებიათ, ბრალს წარუდგენენ თუ არა, საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებებზეო, მითხრეს, ბრალი არ დამიდასტურეს, დღეს გეტყვითო, მაგრამ, სავარაუდოდ, ბრალს წაუყენებენ”, - აღნიშნა ადვოკატმა.

აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით დაიწყო, რაც სასამართლოს უპატივცემულობას გულისხმობს და სასჯელის სახით ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ან 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, ნიკა მელია პოლიციამ 29 მაისს ადმინისტრაციული წესით დააკავა. მეორე დღეს კი, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე მისი სასამართლო პროცესი გაიმართა. მელიამ პროცესზე მოსამართლეს სიტყვით მიმართვისას წყალი შეასხა. ოპოზიციონერ პოლიტიკოსს კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე შეფარდებული გირაო პატიმრობით შეუცვალეს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე