დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ ომში პირდაპირი ჩართვის თაობაზე გადაწყვეტილებას “მომდევნო ორი კვირის განმავლობაში” მიიღებს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თქმით, ის ირანის წინააღმდეგ ომში პირდაპირი ჩართვის თაობაზე გადაწყვეტილებას “მომდევნო ორი კვირის განმავლობაში” მიიღებს. აშშ-ის პრეზიდენტის ციტატა თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კაროლინ ლევიტმა ბრიფინგზე გააჟღერა.

“ირანში მიმდინარე ვითარებასთან დაკავშირებით. ვიცი, რომ მედიაში ყველა თქვენგანში იყო ბევრი სპეკულაცია პრეზიდენტის გადაწყვეტილების მიღების პროცესზე და ჩაერთვება თუ არა აშშ პირდაპირ.

ამ ამბის ფონზე პირდაპირ პრეზიდენტისგან მაქვს მესიჯი: “იმ ფაქტზე დაყრდნობით, რომ უახლოეს მომავალში ირანთან მოლაპარაკების ჩატარების ან არჩატარების მნიშვნელოვანი შანსი არსებობს, ჩემს გადაწყვეტილებას ჩავერთო თუ არა მომდევნო ორი კვირის განმავლობაში მივიღებ”. ეს პრეზიდენტის პირდაპირი ციტატაა ყველა თქვენგანისთვის დღეს”, - განაცხადა ლევიტმა.

ამავდროულად, ლევიტმა განაცხადა, რომ ირანს ბირთვული იარაღის წარმოება “რამდენიმე კვირაში" შეეძლებათ.

“მოდით, ცხადად ვთქვათ. ირანს საჭირო ყველაფერი აქვს, რათა ბირთვულ იარაღის [შექმნას] მიაღწიოს. რაც სჭირდებათ, არის უზენაესი ლიდერის [აიათოლა ხომენეი] გადაწყვეტილება ამის გასაკეთებლად და რამდენიმე კვირა დასჭირდებათ, რათა დაასრულონ ამ იარაღის წარმოება, რაც, რა თქმა უნდა, ეგზისტენციალური საფრთხე იქნება არა მხოლოდ ისრაელისთვის, არამედ აშშ-სა და მთელი მსოფლიოსთვის,” - განაცხადა ლევიტმა.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია