გიგი წერეთელი - მესმის, წინა არჩევნებზე კარგი შედეგი იყო დიდ ქალაქებში, მაგრამ გაქანებული რეპრესიები არ იყო და არც ასე აშვებული იყო გადაწყვეტილების მიმღები ხალხი - ასეთი ოპერირების მოდელი აირჩიეს და სტრატეგიაც შესაბამისად უნდა დაგეგმო

თუ თვითმმართველობის არჩევნები არ დამთავრდა წარმატებით, ეს კიდევ უფრო მძიმე დარტყმა იქნება იმ პარტიებისთვის, ვინც მონაწილეობას მიიღებს და ზოგადად ფრუსტრაციის თვალსაზრისით,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგი წერეთელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.

გიგი წერეთლის განმარტებით, არსებულ პირობებში ოპოზიციის მიერ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს, რომ „დაგიწერენ იმას, რაც უნდათ და თუ ამოიღებენ ხმას, სხვანაირად გაგისწორდებიან“.

„ეს არგუმენტი ყოველთვისაა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, მე მესმის, მაგრამ ამ ბრძოლის მეთოდები არის განსხვავებული. შეიძლება, ბრძოლის ისეთი მეთოდი აირჩიო, როცა შეგიძლია უცებ დაიღუპო და არის ბრძოლის მეთოდი, რომელმაც შეიძლება დიდხანს გასტანოს და უფრო უკეთესი შედეგი მოგცეს. არავის არ მინდა იმედი გავუცრუო, მაგრამ ასეთ ვითარებაში, როცა პატიმრობებზე გვაქვს ლაპარაკი და ადამიანები კიდევ ელოდებიან [პატიმრობას], არავინ ჯერ არ გაუთავისუფლებიათ, რეპრესიების პირობებში და ყველა ინსტრუმენტის ფლობის პირობებში, არანაირი უკან დახევის პირობებში, არანაირი კანონების ცვლილების პირობებში, არანაირი საარჩევნო გარემოს ცვლილების, არანაირი დამკვირვებლების პირობებში, ვინმე გამოგლეჯს და მოიგებთ დიდ ქალაქებს? მესმის, რომ წინა არჩევნებზე კარგი შედეგი იყო დიდ ქალაქებში, მაგრამ ამ დონის გაქანებული რეპრესიები არ იყო და ასე აშვებულიც არ იყო ის ხალხი, ვინც დღეს გადაწყვეტილების მიმღებია. მე მგონია, რომ ახლა ეს პროცესი შეიძლება კიდევ უფრო დამაზიანებელი იყოს თუ არ დამთავრდა ისე, როგორც ოპოზიცია გეგმავს. თუ არ დამთავრდა წარმატებით, კიდევ უფრო მძიმე დარტყმა იქნება იმ პარტიებისთვის, ვინც მონაწილეობას მიიღებს თვითმმართველობის არჩევნებში და ზოგადად ფრუსტრაციის თვალსაზრისით.

წარმოიდგინეთ ჩატარდა არჩევნები, ჩათვალეთ, რომ გაგიყალბეს სხვადასხვა მეთოდებით. მაინც და მაინც ბიულეტენების ჩაყრა კი არ არის საქმე, მოისყიდეს ხალხი, შეაშინეს, დატოვეს სახლში და ა.შ. გამოხატე უკმაყოფილება და გახვედი ქუჩაში, მაშინ ორგანიზატორებს დაიჭერენ. ამის მაგალითები გვაქვს ხელში, ამიტომ დაგიწერენ იმას, რაც უნდათ და თუ ამოიღებენ ხმას, სხვანაირად გაგისწორდებიან. ასეთი ოპერირების მოდელი აირჩია დღეს ამ ხალხმა, ამიტომ შესაბამისად შენი სტრატეგიაც უნდა დაგეგმო“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია