უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან მძიმედ დაჭრილი და მძიმედ დაავადებული სამხედრო მოსამსახურეები დააბრუნა

უკრაინაში რუსეთის ტყვეობიდან უკრაინაში მძიმედ დაჭრილი და მძიმედ დაავადებული სამხედრო მოსამსახურეები დააბრუნეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკოორდინაციო შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

შტაბის ცნობით, საზღვაო ძალების, სახმელეთო ჯარების, ტერიტორიული თავდაცვის, საჰაერო-სადესანტო თავდასხმის ძალების, უპილოტო სისტემების ძალების, ასევე სასაზღვრო სამსახურისა და ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები სამშობლოში დაბრუნდნენ. მათ შორის არიან მარიუპოლის დამცველები, რომლებიც 2022 წლიდან ტყვეობაში იმყოფებოდნენ.

დაბრუნებულ სამხედროებს სამედიცინო ცენტრებში გადაიყვანენ საჭირო გამოკვლევების, შემდგომი მკურნალობისა და რეაბილიტაციის ჩასატარებლად.

„სტამბოლის შეთანხმებების შესაბამისად გაცვლის პროცესი გრძელდება. გათავისუფლებულ პირთა ზუსტი რაოდენობა გაცვლის ყველა ეტაპის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი“, - აცხადებენ სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკოორდინაციო შტაბში.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გაცვლის ამ ეტაპზე რუსეთის ტყვეობიდან გაათავისუფლეს მარიუპოლის, დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს, ხერსონის, ხარკოვისა და ჩერნიგოვის ოლქების დამცველები, ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიისა და სასაზღვრო სამსახურის ჯარისკაცები.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის