რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ლოზუნგით: „ჩვენ გვახსოვს“

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, ლოზუნგით: „ჩვენ გვახსოვს“ . აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, 20 ივნისის ე.წ. „გავრილოვის ღამიდან“ 6 წელი გავიდა, თუმცა დამნაშავეები ჯერ კიდევ არ დასჯილან.

აქტივისტებმა პარლამენტის წინ შადრევანი სიმბოლურად წითლად შეღებეს.

უწყვეტი პროტესტის 205-ე დღესაც დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების დროს დაკავებული პირები.

აქციის მონაწილეებს ადგილზე მოტანილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.

დემონსტრანტები სკანდირებენ: „თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს!“

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
„გორგიამ“ უზბეკეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა