აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ფოცხოეწერში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე ფოცხოეწერში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათი ცნობით, მთავრობის თავმჯდომარე ზუგდიდის შემდეგ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხოეწერს ეწვია, სადაც იძულებით გადაადგილებულ პირთა საჭიროებებსა პრობლემებს გაეცნო.

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი ჯინჭარაძე დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს.

გიორგი ჯინჭარაძე დევნილ მოსახლეობას გაესაუბრა და დასაქმებასთან, ასევე საცხოვრებელ პირობებთან დაკავშირებული პრობლემური საკითხების შესახებ ინფორმაცია პირადად მოისმინა.

აფხაზეთიდან დევნილი პირების საჭიროებების შესწავლისა და დროული რეაგირების მიზნით შეხვედრები კვლავ გაგრძელდება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს