პაატა მანჯგალაძე - იმედგაცრუება არის ივანიშვილის მთავარი მოკავშირე, „არაფერი შეიცვლება“ ეს არის ის, რაც მათ უნდათ რომ დაგვაჯერონ - არ არის საჭირო თავდადება, საკმარისია თითოეული ჩვენგანის „არა" და რეჟიმი იშლება

თავისუფლება არ იკარგება ხელბორკილით, ის ქრება დუმილითა და დანებებით - „ეს მე არ მეხება" არის ბიძინას მთავარი მოკავშირე, რომ მისი რეჟიმი კვლავ გაგრძელდეს,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ავტორიტარიზმი იბადება მაშინ, როცა ხალხი ჩერდება და ფიქრს წყვეტს."

„თავისუფლება არ იკარგება ხელბორკილით, ის ქრება დუმილითა და დანებებით. რეჟიმი იბრძვის ყოველი დღის მოგებისთვის, მაგრამ ყოველი მათი ახალი დღე არის ახალი ზიანი საქართველოსთვის. როცა დუმილი თანხმობას ნიშნავს, თავისუფლება ტოვებს ხალხს. „ეს მე არ მეხება" არის ბიძინას მთავარი მოკავშირე, რომ მისი რეჟიმი კვლავ გაგრძელდეს. თავისუფლებას გმირები არ სჭირდება, მას ვჭირდებით ჩვენ, ვინც არ დუმს, არ ნებდება და არ ეშინია. „ავტორიტარიზმი იბადება მაშინ, როცა ხალხი ჩერდება და ფიქრს წყვეტს." იმედგაცრუება არის ივანიშვილის მთავარი მოკავშირე, "არაფერი შეიცვლება" ეს არის ის, რაც მათ უნდათ რომ დაგვაჯერონ. არ არის საჭირო თავდადება, საკმარისია თითოეული ჩვენგანის „არა" და რეჟიმი იშლება! დაიჯერე, ჩვენ ეს შეგვიძლია! თავისუფლება ღირს იმად, რომ არ გავჩუმდეთ და გავიმარჯვოთ!“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს