ლევან სანიკიძე - რომეო მიქაუტაძე იყო პირი, რომელიც ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს იყო შავი სალაროს მთავარი „ხაზინადარი“ და როგორც ჩანს, კობახიძეს ფული ერთი ჯიბიდან, მეორეში გადააქვს - ეს არის შიდა კლანური დაპირისპირება

რომეო მიქაუტაძის დაკავება საერთოდ არანაირ კავშირში არ არის კორუფციასთან ბრძოლასთან, ეს იყო პირი, რომელიც ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს იყო შავი სალაროს მთავარი „ხაზინადარი“ და როგორც ჩანს, კობახიძეს ახლა ფული ერთი ჯიბიდან, მეორეში გადააქვს,- ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, ეს ყველაფერი „ქართულ ოცნებაში“ შიდა კლანურ დაპირისპირებაზე მეტყველებს და ეს მოცემულობა უფრო მეტად უნდა გამოიყენოს დემოკრატიულმა საზოგადოებამ.

„რომეო მიქაუტაძის დაკავება საერთოდ არანაირ კავშირში არ არის კორუფციასთან ბრძოლასთან, ეს იყო პირი, რომელიც ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს იყო შავი სალაროს მთავარი „ხაზინადარი“ და როგორც ჩანს, ქართველი ხალხისგან მოპარული ფული კობახიძეს ახლა ერთი ჯიბიდან, მეორეში გადააქვს. ეს არის შიდა კლანური დაპირისპირება, ივანიშვილის პარტია არ არის არავითარი მონოლითი, უამრავი კლანური დაპირისპირებაა სახეზე, რაც ჩვენი აზრით, უფრო მეტად უნდა იყოს გამოყენებული დემოკრატიული საზოგადოების მიერ”, - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

ცნობისთის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და მილიონობით ლარის უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტებზე სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავა.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს